იდეალური სხეული 14 დღეში: ძალზედ ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დიეტა.

იდეალური სხეული 14 დღეში: ძალზედ ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დიეტა.
ლამაზი ფიგურის მოპოვების უამრავი მცდელობის დროს, როგორც წესი, ჩვენ ვივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და სხვადასხვა მკაცრი დიეტებით უდიდეს ზიანს ვაყენებთ მას. სინამდვილეში, სულაც არ არის აუცილებელი შიმშილი წონის დასაკლებად და ცხიმოვანი ფენების მოსაშორებლად. მეტიც, შიმშილის შედეგად ჩვენი ორგანიზმი და შინაგანი ორგანოები ვეღარ ახერხებს გამართულად ფუნქციონირებას, რის შედეგადაც ძალიან იზრდება გაცხიმოვნების რისკი.

სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ მოგიმზადათ კვების მენიუ 14 დღისთვის, რომლის დახმარებითაც თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებასაც კი. თუ თქვენ სხეულის ლამაზ ფორმებზე ოცნებობთ, აუცილებლად ისარგებლეთ ჩვენი რეკომენდაციებით.

დიეტა იდეალური სხეულისთვის
  1. პირველ დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 2 ან 3 მოხარშული კვერცხი და სასურველი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.

  2. მერე დღის კვების მენიუ უნდა შედგებოდეს 1 ლიტრი კეფირისგან და 500 გრამი უცხიმო ხაჭოსგან.

  3. მესამე დღეს მიიღეთ 1 ლიტრი კეფირი, 1 ლიტრი ხილის ახლადგამოწურული წვენი, განუსაზღვრელი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.

  4. მეოთხე დღის კვების რაციონი უნდა შედგებოდეს 500 გრამი ქათმის ან თევზის ფილესგან და 1 ლიტრი კეფირისგან.

  5. მეხუთე დღეს მიირთვით მხოლოდ ხილი და ბოსტნეული. რაოდენობაში არ ხართ შეზღუდული.

  6. კვების მენიუ მეექვსე დღისთვის - 500 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ლიტრი კეფირი.

  7. მე-7 დღეს მიირთვით მხოლოდ ხილი და ბოსტნეული.

  8. მე-8 დღე: 300 გრამი ქათმის ფილე, 1 მხორაშული კვერცხი, ბსოტნეულის სალათი განუსაზღვრელი რაოდენობით.

  9. მე-9 დღე: განუსაზღვრელი რაოდენობით ხილი, 150 გრამი საქონლის მოხარშული ხორცი, კიტრისა და პომიდვრის სალათი მცენარულ ზეთთან ერთად.

  10. მე-10 დღე: 150 გრამი თევზის ფილე, 2 პატარა ნაჭერი ჭვავის პური, კიტრისა და პომიდვრის სალათი მცენარეული ზეთით, ნახევარი ლიტრი კეფირი.

  11. მე-11 დღე: 2 მოხარშული კვერცხი, 150 გრამი საქონლის ხორცი, 2 პატარა ნაჭერი ჭვავის პური, ბოსტნეულის სალათი, ნახევარი ლიტრი კეფირი.

  12. მე-12 დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.

  13. მე-13 დღე: 300 გრამი ქთმის ფილე, ბოსტნეულისა სალათი, 2 მოხარშული კვერცხი.

  14. მე-14 დღე: 4 მოხარშული კარტოფილი, განუსაზღვრელი რაოდენობით ხილი, 1 ლიტრი კეფირი.

გახსოვდეთ, ძალზედ მნიშვნელოვანია მცირე ულუფებით კვება. დღის განმავლობაში ჭამეთ მინიმუმ 5-ჯერ. საკვების ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. კვების ამ რაციონის პარალელურად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება ბევრი, ყოველდღიურად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და 14 დღეში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!