საოცარი საშუალება, რომელიც თქვენს თმას ბზინვარებას შემატებს!

საოცარი საშუალება, რომელიც თქვენს თმას ბზინვარებას შემატებს!
თმამ შეიძლება დაკარგოს ბრწყინვალება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იყენებთ პროდუქტს, რომლებიც ილექება თმაზე ან აცლიან მას ბუნებრივ სინოტივეს. ბრწყინვალე და ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად ერთ - ერთი საუკეთესო გზა ჯანსაღი დიეტა და რეგულარული ვარჯიშია. ეს შესანიშნავი ბალზამი აძლიერებს და იცავს თმას დაზიანებისგან. ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სველ, ასევე მშრალ თმაზე.

დაგჭირდებათ:
  • 1 ს/კ ქოქოსის ზეთი ( მყარი ფორმის )
  • 1 ს/კ ქოქოსის კარაქი
  • 5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი

მომზადების წესი:
ფრთხილად შეათბეთ ქოქოსის ზეთი და ქოქოსის კარაქი ორთქლის აბაზანაზე. რომ გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან. დაამატეთ როზმარინის ეთერზეთი და აურიეთ. ჩაასხით სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. შემდეგ დაახურეთ თავი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. შემახვის ვადა 3 თვეა.

გამოყენების წესი:
დაიდეთ სუფთა, ნოტიო თმაზე ისე, რომ თმის ძირებში არ შეიზილოთ. დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით ბოლოებში და დატოვეთ 3 - 5 წუთით, შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი. გაიშრეთ და დაივარცხნეთ სავარცხლით.