ვინ ხართ თქვენ - დედოფალი, იმპერატრიცა თუ მმართველი? ვარსკვლავები გიკარნახებთ!

ვინ ხართ თქვენ - დედოფალი, იმპერატრიცა თუ მმართველი? ვარსკვლავები გიკარნახებთ!
ქალის ზოდიაქოს ნიშანი მისი ხასიათის ფარულ თვისებებზე ბევრ რამეს მოგვითხრობს. ფარდას ახსნის საიდუმლოს და გაგაცნობთ, რომელი ქალია დედოფალი, რომელი - იმპერატრიცა და რომელი - მმართველი. მათთან მამაკაცებს ურთიერთობა უჭირთ, მაგრამ ძალიან აინტერესებთ.

დედოფალი კირჩხიბი

ქალი-კირჩხიბი ბავშვობიდანვე ოცნებობს სამყაროს გადარჩენაზე. ძლიერ ეჯაჭვება მეორე ნახევარს და მისთვის ყველაფერს გააკეთებს. კირჩხიბი - იდეალური ცოლია. ქმარს კომფორტსა და სიმყუდროვეს უქმნის. მინუსებიდან - უყვარს მეტისმეტი დრამატიზება, ბუზისგან სპილოს შექმნა.

კირჩხიბის სახლში მუდამ უზადო წესრიგი სუფევს, სამზარეულოში კი მუდამ გემრიელი სადილი აქვს. შესანიშნავი დედა, რომელიც
შვილების აღზრდას დიდ ყურადღებას უთმობს. კირჩხიბი ნამდვილი დედოფალია, და თუ შეხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც მას სათანადოდ დააფასებს, ჩათვლის, რომ ცხოვრებაში შედგა როგორც ქალი.

იმპერატრიცა ვერძი

ვერძების ძლიერი ხასიათი მამაკაცებს მათ წინაშე თავის დახრას აიძულებს. მამაკაცმა იმ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს ვერძთან ბედის დაკავშირება, თუ დარწმუნებულია, რომ მის მსგავს სიმაღლეებს მიაღწევს.

მოიუხედავად საკუთარი სიძლიერისა, ვერძი ახლობლებისგანაც ელის მხარდაჭერას. თუ მაღალი სოციალური სტატუსი გაგაჩნიათ, ვერძი კიდევ უფრო დაგაფასებთ. მასთან ძლიერი მამაკაცი კიდევ უფრო ძლიერდება.

ვერძი რეალისტია, მისი გულის მოგება არც თუ ისე იოლია. თუკი ეს მოახერხეთ, გამარჯვებას ნაადრევად ნუ იზეიმებთ, მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია.

ვერძები მკაცრი, მაგრამ სამართლიანი დედები არიან. მათი შვილები რთული ცხოვრებისთვის კარგად არიან მომზადებული.

მმართველი ლომი


ლომები ნამდვილი მმართველები არიან. მათ ძლიერ ხასიათს მხოლოდ ძლიერი და ღირსეული მამაკაცი მოუხდება. ჩვეულებრივი მამაკაცები ლომებს ერიდებიან, რადგან მათთან გამკლავება არ შეუძლიათ.

თუ ლომი შეყვარებულია, მთელი თავისი არსით გადაეშვება ამ ურთიერთობაში და პარტნიორს უერთგულებს. ყველაფერს გააკეთებს თავისი ქმარ-შვილისთვის. და გულწრფელად დააფასებს მამაკაცს, რომელიც მას ისევე მოექცევა, როგორც თავად.