წაისვით იოდის ბადე ქუსლებზე და გაუმკლავდით უამრავ სერიოზულ დაავადებას!

წაისვით იოდის ბადე ქუსლებზე და გაუმკლავდით უამრავ სერიოზულ დაავადებას!
იოდი - უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი როლი ენიჭება ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ უმარტივესს მეთოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ განსაზღვროთ, განიცდის თუ არა თქვენი ორგანიზმი ამ ელემენტის დეფიციტს.

იოდის ბადე
  1. ჩაალბეთ ბამბის ჩხირი იოდის 5%-იან ხსნარში და შეუდექით სხეულზე 1 სანტიმეტრიანი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ხატვას.
  2. იოდი მარტივად შეიწოვება კანის გავლით კუნთოვან ქსოვილებში და სისხლძარღვებში. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ამ ელემენტს დამღუპველი გავლენა აქვს მავნე მიკროორგანიზმებზე.
  3. იოდი არაჩვეულებრივად უმკლავდება იმ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში კანის ფორების გავლით აღწევს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 იოდის დეფიციტისგან იტანჯება, რის შედეგადაც საკმაოდ ხშირად ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. განასკუთრებით აუცილებელი ეს ელემენტი ორსული ქალბატონებისთვისაა. ორგანიზმში იოდის დეფიციტს შედეგად ბავშვი შეიძლება ფიზიკურად და გონებრივად არასრულფასოვანი დაიბადოს.

როგორ გამოვავლინოთ იოდის დეფიციტი?
  • იოდის ბადის წასმა რეკომენდირებულია ბარძაყების შიდა მხარეზე. თუ ამ ბადისგან 3 საათში კვალიც კი არ დარჩება, სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმში იოდის მარაგის შევსებაზე! ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

  • თუ იოდი მოასწრებს კანში შეწოვას დაახოები 6-8 საათის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი იოდის დეფიციტს განიცდის, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა ნაკლებად სერიოზულია. ასეთ დროს უბრალოდ ჩაამატეთ ყოველდღიურ კვების რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტები.

  • თუ თქვენს ორგანიზმში ყველაფერი წესრიგშია და ის არ განიცდის ამ მნიშვნელოვანი ელემენტის დეფიციტს, იოდის ბადე ბოლომდე მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ გაქრება.

როგორ ვებრძოლოთ იოდის ბადის დახმარებით სურდოსა და გაციებას?

იოდის ბადის დახმარებით შეგივიძლია სწრაფად ვუმკურნალოთ სურდოს. უბრალოდ წაისვით ის თხელ ფენად ცხვირის ფრთებზე. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან კანი აქ ძალიან რბილი და ნაზია, ხოლო ჭარბი რაოდენობით იოდის გამოყენება შეიძლება დამწვრობის მიღების მიზეზად იქცეს. გაციების დროს გაიკეთეთ იოდის ბადე ქუსლებზე. ასე თქვენ რამდენჯერმე დააჩქარებთ გამოჯანმრთელების პროცესს.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.