როგორ მოვამზადოთ ჰაეროვანი ტორტი „ესკიმო“- უგემრიელესი დესერტი მინანქრით

ტორტი „ესკიმო“ ის დესერტია, რომელზეც ის ადამიანებიც კი ვერ ამბობენ უარს, რომლებსაც ტკბილეული არ უყვართ.

საჭირო მასალა:

  • კვერცხი 6 ცალი
  • წყალი 10 ს/კ
  • სოდა 0.5 ჩ/კ
  • კარაქი 300 გ
  • შაქარი 2.5 ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი 4 ს/კ
  • ფქვილი 1.5 ჭიქა
  • რძე 1 ჭიქა
  • არაჟანი 2 ს/კ


მომზადების წესი:

კვერცხის ცილა და გული გაყავით. გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ წყალი, სოდა, 1 ს.კ კაკაო და 1 ჩ.კ ვანილი

  1. კვერცხის ცილა და გული გაყავით. გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ წყალი, სოდა, 1 ს.კ კაკაო და 1 ჩ.კ ვანილი
  2. ცალკე ათქფვიფეთ ცილა, სანამ კარგად არ გათეთრდება და შეურიეთ კვერცხის გულებიან მასას. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში
  4. მოამზადეთ კრემი: მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხი. 1 ჭიქა შაქარი, 0.5 ჭიქა ფქვილი და დაასხით თბილი რძე. მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 1 წუთით და აცადეთ სრულად გაციება.
  5. 250 გ დარბილებული კარაქი ატქვიფეთ ვანილთან ერთად და ნელ-ნელა დაუმატეთ გაციებულ კრემს.
  6. მოამზადეთ მინანქარი. ერთმანეთში აურიეთ დარჩენილი არაჟანი, კაკაო და შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და გააცივეთ.
  7. ბისკვიტი გააციეთ, წაუსვით კრემი და შედგით მაცივარში 30- 40 წუთით. შემდეგ მოასხით მინანქარი და კვალვ შედგით მაცივარში 2 საათით.


გემრიელად მიირთვით.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა