აი, რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა ერიდოთ, რის ფასადაც არ უნდა დაგიჯდეთ!

აი, რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა ერიდოთ, რის ფასადაც არ უნდა დაგიჯდეთ!
ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორ ვერ ეწყობიან ზოგიერთი ადამიანები ერთმანეთს: ვერ უგებენ იუმორში, ინტერესთა კონფლიქტები უჩნდებათ, რასაც კამათი მოჰყვება. თუკი ისინი მაინც დაწყვილდნენ, მეგობრობა იქნება ეს თუ რომანტიკული ურთიერთობა, შედეგად ამას მოსდევს წყენები და იმედის გაცრუება. აი, რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა უფრთხილდეთ.

ვერძი - ერიდეთ თევზებს


თევზები ვერძისთვის ცუდი ნიშანია. ამ ორ ნიშანს შორის ჰარმონია არასოდეს სუფევს. მგრძნობიარე თევზები ვერძების მიმართ მომთხოვნი არიან, ვერძები კი თავის მხრივ, ვერ ვხვდებიან, რა დააშავეს და კიდევ უფრო უხეში ხდებიან.

კურო - ერიდეთ ტყუპებს

თქვენ პრაქტიკული ხართ, სტაბილურობა და წესრიგი გიყვართ. ტყუპები კი სპონტანურები არიან და არასოდეს იცი, რა უნდა ელოდო მათგან. წონასწორობიდან გამოგიყვანენ თავიანთი გაურკვევლობითა და ცვალებადობით. თუ ნერვებს უფრთხილდებით - ერიდეთ ტყუპებს.

ტყუპები - ერიდეთ ქალწულებს

ისევე როგორც ვერძი, ქალწულიც წესრიგის და გარკვეულობის მოყვარულია. თუ თქვენს ლიბერალიზმსა და თავისუფლებას უფრთხილდებით, ნუ დაიწყებთ მათთან ურთიერთობას, რადგან ქალწულები არაფერს დაგითმობენ.

კირჩხიბი - ერიდეთ თხის რქებს

ემოციურ და მგრძნობიარე კირჩხიბს გაუჭირდება თხის რქასთან გრძნობების გამოვლენა. გარდა ამისა, თხის რქები ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც ემოციურად დამოკიდებული ხდებიან ვინმეზე.

ლომი - ერიდეთ სასწორებს

ლომი ხმაურიანი და მეგობრულია, უყვარს გართობა და წვეულებები. თავმდაბლობა - მისი ხასიათის თვისება არ არის. სასწორი კი თავშეკავებული და ტაქტიანია. ის მუდამ განიკითხავს ლომის მსგავს ადამიანებს, ამიტომ, კამათი გარდაუვალია.

ქალწული - ერიდეთ მშვილდოსნებს

ქალწულს სახლი უყვარს, მისთვის მნიშვნელოვანია მყარი ნიადაგის შეგრძნება ფეხქვეშ და მომავალი გაწერილი აქვს. მშვილდოსანი კი მუდამ თავგადასავლებს ეძებს და შეუძია თქვენი წესები ერთ წამში დაანგრიოს და ცხოვრებაში ქაოსი შემოიტანოს.

სასწორი - ერიდეთ კირჩხიბებს

კირჩხიბებს უყვართ ძლიერი ემოციების განცდა, ამას თავადვე ქმნიან ხშირად. სასწორისთვის კი პიროერიტეტში ჰარმონია და სიმშვიდეა, ამიტომ კირჩხიბი სასწორის შინაგან ჰარმონიას დაარღვევს და დისკომფორტს მიაყენებს.

მორიელი - ერიდეთ ლომებს


ლომთან იმაზე მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე გგონიათ და სწორედ ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი. არცერთი თქვენგანი კომპრომისზე არ წავა, კამათი გარდაუვალია. ამიტომაც, თუ საჭიროება არ მოითხოვს, ერიდეთ ლომებს.

მშვილდოსანი - ერიდეთ კუროებს

თქვენ მოგზაურობა და ცხოვრების აქტიური წესი გიყვართ. გაწონასწორებულ და შინაური კომფორტის მოყვარულ კუროებს ამასთან შეგუება უჭირთ. ორივე ეცდებით ერთმანეთის შეცვლას, რაც კრახით დასრულდება.

თხის რქა - ერიდეთ ვერძებს


ერთმანეთს ჰგავხართ უკომპრომისობასა და სიჯიუტეში. თხის რქა ჩაკეტილია და არავის უშვებს თავის პირად სივრცეში, ვერძი ამას დაცინვით უყურებს და უცნაურად ეჩვენება. მოკლედ, ვერ შედგება თქვენს შორის დიალოგი.

მერწყული - ერიდეთ მორიელებს


თავშეუკავებელი ხართ და შეგიძლიათ უნებლიეთ ვინმეს აწყენინოთ. მაგრამ პატიების თხოვნა არ გიჭირთ. აი, მორიელები კი პატიებას არასოდეს ითხოვენ. თუ მას ტკივილი მიაყენეთ, არასოდეს დაგივიწყებთ. მოკლედ, თბილ ურთიერთობებს დიდი ალბათობით, ვერ შეინარჩუნებთ.

თევზები - ერიდეთ მერწყულებს

თქვენ ერთმანეთს ჰგავხართ: ორივე ემოციური ხართ და მუდამ მზად ხართ დასახმარებლად. მაგრამ როცა საქმე თქვენს ურთიერთობებს მიდგება, ზედმეტი ემოციურობა არ გარგებთ. ორივეს გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც დააალანსებს ემოციებს და ურთიერთობას სტაბილურსა და მშვიდს გახდის.