როგორ ავლენენ ქალურობას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

როგორ ავლენენ ქალურობას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები
მოდური ჟურნალები ირწმუნებიან, რომ ქალი ქალური უნდა იყოს. და რას ნიშნავს ქალურობა? ამ ცნებას რაიმე განსაზღვრა აქვს? ქალურობა ხომ ინდივიდუალურია. დღეს ვეცადეთ გაგვეგო, როგორ ავლენს ამ თვისებას თითოეული ზოდიაქოს ნიშანი.

ვერძი

ქალი- ვერძი ამაზონკაა. ის არ დაიწყებს გარკვევას, ვინაა მართალი და ვინ - მტყუანი, უბრალოდ ადგილზევე სტყორცნის ისარს უბედურს. და თუ შეცდომა დაუშვა და არასამართლიანად დასაჯა ვინმე, უბრალოდ, ბოდიშს მოიხდის და წავა. ისარი ძალიან ბევრი აქვს, უიღბლოებსაც რა დალევს...

კურო

კურო ქალღმერთია. ერთი თითის მოქმევით ძვირად ღირებული ნივთების მფლობელი ხდება. ბინაც აქვს, ძვირფასეულობაც, მანქანაც. თითქოსდა უხილავმა ჯადოქრებმა მოართვეს ყველაფერიო. მისი აზრით, მამაკაცები უნდა ეთაყვანებოდნენ, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

ტყუპები

ტყუპები ნიმფაა. ის მუდამ ახალგაზრდა და აქტიურია შინაგანად. ზრდასრულ ასაკშიც შეუძლია სიგიჟეები ჩაიდინოს. მამაკაცებს მისი სიმსუბუქე იზიდავს, მასთან ისინიც ახალგაზრდავდებიან და უდარდელი ხდებიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი დედაა! ჯერ კიდევ ბავშვობაში ყველაფერზე და ყველაზე ზრუნავს. ზრდასრულ ასაკში თავს დაჰფოფინებს ქმარს, შვილებს, ახლობლებს, მეზობლებს... მასთან, უმჯობესია, წვნიანი ბოლო კოვზამდე მიირთვა!

ლომი


ლომი დედოფალია. მას მიმზიდველი გარეგნობა და თავდაჯერებულობა გააჩნია, რომ მასზე უკეთესი ქალი არ არსებობს. გონებაში მუდამ ტახტზე ზის და მმართველობს. მტრისას, თუ რაიმე არ მოეწონა, მისგან დანდობას ნუ ელით! ამის თავიდან ასარიდებლად, ხშირად შეაქეთ და ხოტბა შეასხით მას!

ქალწული


ქალწული სიბრძნის განსახიერებაა. ნებისმიერი მოისურვებდა, მას ჰგავდეს. გააჩნია ლოგიკა, ანალიტიკური გონება, წარმოუდგენლად ყურადღებიანია - ფენომენალური ნაზავია!

სასწორი

სასწორი ნაზი და ჰაეროვანია. მისი წყენინება ადვილია, ნდობის მოპოვება კი რთული. სასწორის მეგობარი რომ გახდე, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ცოლობაზე დათანხმება ხომ - საერთოდ!

მორიელი

მორიელი - ქალი-ვამპია. მაგიური, წარმოუდგენელი, მომაკვდინებლად ლამაზი. მის იგ\რგვლივ მუდამ მამაკაცები იხვევა, თჳთოეული ამთგანი მასზე ოცნებობს მალულად. მაგრამ მორიელი მას დაემორჩილება, ვინც დიდ ყურადღებას არ ავლენს მის მიმართ - ცოტათი ეგოისტ და თვითკმარ მამაკაცს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი კურტიზანელია, კარგი გაგებით. ყველა ქალი თავისებურად ქალურია, მშვილდოსანი კი ამ რეჟიმს მაშინ რთავს, როცა სჭირდება. 12 კაცზე სუფრაა სასწრაფოდ გასაშლელი? რა პრობლემაა! მშვილდოსანი ნებისმიერ სიახლეს უმალვე ითვისებს, თუ ამისგან რაიმე სარგებელს ელოდება.

თხის რქა

თხის რქა პოეტის ნამდვილი მუზაა. მასთან მამაკაცები დამყოლ ფისოებად იქცევიან, რომლებიც ნებისმიერი სურვილის ასახდენად მზად არიან. თხის რქა კი დაფიქრდება კიდეც, სჭირდება ეს მამაკაცი თუ არა.

მერწყული


მერწყული ლამაზმანი, სპორტსმენი და უბრალოდ ყველაზე ყველაზე ქალია. აგიჟებს მამაკაცებს, იზიდავს მომხიბვლელობით. მაგრამ ეს ცვალებადია. ერთ მომენტში გადაწყვეტს, რომ ეს ყველაფერი არ სჭირდება და საერთოდაც მარტოობა სურს. მაგრამ ესეც გაივლის და კვლავ ჩართავს ჩვეულ რეჟიმს.

თევზები

თევზები უმაღლესი კლასის მსახიობია. ყოველთვის აღწევს სასურველს და იცის რა იარაღი გამოიყენოს საამისოდ. ხან ტუჩებს აიბზუებს, ხანაც კლანჭებს გამოაჩენს. მასთან ურთიერთობა რთულია, არასოდეს იცი, რა როლს უნდა ელოდო ამ წამს. მაგრამ ის მაინც ძალიან საინტერესოა!