თქვენი ტაფები და ქვაბები ახალივით იბრწყინებს! დაემშვიდობეთ ცხიმის ჩამჯდარ ლაქებს.

თქვენი ტაფები და ქვაბები ახალივით იბრწყინებს! დაემშვიდობეთ ცხიმის ჩამჯდარ ლაქებს.
ჩვენს დროში მაღაზიების თაროებზე უამრავი საყოფაცხოვრებლო ქიმიკატის შეძენაა შესაძლებელი. ეს საშუალებები მართლაც რომ ეფექტურად ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, თუმცა გარდა იმისა, რომ მსგავსი საშუალებები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ისინი გაჟღენთილია ჩვენი ორგანიზმისთვის სახიფათო მავნე ნივთიერებებით, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

რაში ვეძებოთ ალტერნატივა? საბედნიეროდ, თქვენ მარტივად შეძლებთ დამოუკიდებლად გასაოცარი საშუალების დამზადებას, რომელიც სამზარეულოს ინვენტარიდან ცხიმის რთულ ლაქებს თვალის დახამხამებაში ამოიყვანს. საშუალება, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, შედგება მხოლოდ 2 იაფი კომპონენტისგან. ის არა მხოლოდ ეფექტურად უმკლავდება რთულ ლაქებს, არამედ 100%-ით უსაფრთხოა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

როგორ დავუბრუნოთ ჭურჭელს პირვანდელი ბზინვარება?

ძალზედ ეფექტური საშუალების დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და საკვები სოდა. საშუალო ზომის ჭურჭელში ჩაყარეთ 1/4 ჩაის ჭიქა საკვები სოდა და დაასხით ამავე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი. კარგად გადაურიეთ. თქვენ მიიღებთ ბლანტი კონსისტენციის მქონე, პასტისებრ მასას.

მიღებული მასა დაიტანეთ ღრუბელზე და შეუდექით ჭუჭყიანი, ცხიმიანი ჭურჭლის წმენდას. მას შემდეგ, რაც ჭურჭლის ზედაპირს კარგად დაამუშავებთ ამ მასით, მოითმინეთ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ გაავლეთ ჭურჭელი თბილ წყალში. თქვენი ტაფები, ქვაბები და სამზარეულოს სხვა ინვენტარი სისუფთავისგან იბრწყინებს!

სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენების ნაცვლად, ისარგებლეთ საკვები სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევით. ამ მეთოდის ეფექტურობა მრავალჯერაა შემოწმებული.

არ დაგავიწყდეთ სტატიის დაქალებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან.