13 პროდუქტი, რომელიც წვავს ცხიმებს და გვეხმარება წონის დაკლებაში შიმშილის გარეშე.

13 პროდუქტი, რომელიც წვავს ცხიმებს და გვეხმარება წონის დაკლებაში შიმშილის გარეშე.
თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც საკუთარ წონაზე ვფიქრდებით. ზედმეტი კილოგრამები არა მხოლოდ ადაბლებს ადამიანის თვითშეფასებას, არამედ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორ დავიკლოთ წონა? პირველ რიგში, ყვლეაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკუთარ კვების რაციონზე ყურადღების გამახვილებაა.

იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ლამაზი ფიგურა, სულაც არ არის აუცილებელი უარის თქმა საკვებზე. საბედნიეროდ, არსებობს განსაკუთრებული პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესს აჩქარებს. გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ამ 13 პროდუქტით, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, რათა დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი, დაირეგულიროთ საჭმლის მონელების პროცესი და გამოდევნოთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.

რა უნდა მივირთვათ წონის დასაკლებად?
  1. იოგურტი, კეფირი, ხაჭო
    რძის ეს პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ჰორმონს, კალციტრიოლს, რომელიც ათავისუფლებს ჩვენს უჯრედებს ზედმეტი ცხიმისგან. გარდა ამისა, რძის ნაწარმი მდიდარია ცილით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. პროტეინი, რომელიც ჭარბადაა ზემოთ ჩამოთვლის პროდუქტებში, განაპირობებს კანქვეშა ცხიმის დაშლას. იმისათვის, რომ დაიკლოთ წონა და მოიყვანოთ თავი ფორმაში, გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო რძის პროდუქტებით. ყოველთვის შეაჩერეთ არჩევანი მაღალხარისხიან პროდუქტზე, რომელიც თავისუფალია სხვადასხვა დანამატებისგან.

  2. შვრია
    შვრიის ფაფა წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას. თუ გსურთ წონის დაკლება, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ გასაოცარი პროდუქტით.

  3. ჯანჯაფილი
    ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, წვავს ზედმეტ ცხიმს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

  4. კომბოსტო
    კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს (უჯრედისს), რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვინარჩინებს სინაყრის განცდას. ეს დაბალკალორიული პროდუქტი საუკეთესო ვარიანტია, თუ თქვენ შიმშილის გარეშე გსურთ წონის დაკლება.

  5. კიტრი
    კიტრის 95% წყლისგან შედგება. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმოვანი ფენების შემცირებაში გვიწყობს ხელს.

  6. დარიჩინი
    ეს პროდუქტი შლის ცხიმოვან ფენებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და არეგულირებს შაქრს დონეს სისხლში. თუ თქვენ წონის დაკლება გსურთ, ჩაამატეთ ეს არომატული სანელებელი სხვადასხვა კოქტეილებში ან კერძებში.

  7. გრეიფრუტი
    გრეიფრუტი საოცრად სასარგებლო ხილია, რომელიც ამცირებს ინსულინის დონეს. ის გამდიდრებულია ისეთი საკვები ნივთიერებებითა და შენაერთებით, რომლებიც წონის დაკლებაში გვიწყობს ხელს.

  8. მწვანე ჩაი
    ნამდვილი სამკურნალო ელექსირი, რომელიც აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს. ნივთიერებები, რომლებიც მწვანე ჩაის შემადგენლობაში შედის, გვეხმარება ცხიმოვანი ფენებისა და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.

  9. ჟოლო
    ყოველი ჭამის შემდეგ მიირთვით მცირეოდენი ეს საოცრად გემრიელი კენკრა. ჟოლოს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ფიგურაზე.

  10. მდოგვი და პირშუშხა
    ცხარე საკვები სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რაც ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.

  11. ნუში
    ეს პროდუქტი ამდიდრებს ჩვენს ორგანიზმს ცილებით. ნუშში შემავალ ცხიმებს ჩვენი ორგანიზმი მთლიანად გარდაქმნის ენერგიად.

  12. ლობიო
    საუკეთესო ცილოვანი პროდუქტი წონის დასაკლებად, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად აშრობს ორგანიზმს ცხიმებისგან.

  13. წითელი ღვინო
    რესვერატროლი, რომელსაც ეს ალკოჰოლური სასმელი შიცავს, ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების რეცეპტორებს. თუ თქვენ ამ სასმელს რეგულარულად გონივრული რაოდენობით მიიღებთ, შეძლებთ წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებას.

თუ თქვენ ჭარბი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები მოსვენებას არ გაძლევთ, გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ზემოთ მოცემული 13 პროდუქტით. თქვენ შიმშილის გარეშე შეძლებთ სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებას.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია.