უგემრიელესი ტორტი ხაჭოთი და ნაღებით - გააოცეთ სტუმრები

უგემრიელესი ტორტი ხაჭოთი და ნაღებით - გააოცეთ სტუმრები
ეს ტორტი ნაპოლეონის მოყვარულებსაც მოგეწონებათ და მათ, ვისაც ნაღების კრემი გიყვართ.

საჭირო მასალა:

  • კვერცხი 6 ცალი
  • მდნარი ყველი 400 გ
  • რძე 350 მლ
  • სახამებელი 1ს/კ
  • ძმარი 2 ჩ/კ
  • ფქვილი 600 გ
  • ხაჭო 350 გ
  • კარაქი 200 გ
  • სოდა 1ჩ/კ
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. კარაქი და ყველი მაცივრიდან გამოიღეთ და აცადეთ ოთახის ტემპერატურამდე გადნობა.
2. ხაჭო გაატარეთ საწურში 4 კვერცხი ათქვიფეთ 200 გ შაქართან ერთად და აურიეთ ხაჭოს.
3. ფქვილი გაცერით, დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა და აურიეთ ფქვილში. მოზილეთ ფუმფულა ცომი.
4. ცომი გაყავით 12 თანაბარ ნაწილად და შედგით მაცივარში.
5. სანამ ცომი მაცივარშია, მოამზადეთ კრემი. ერთმანეთში აურიეთ ოთხის ტემპერატურამდე გამდნარი კარაქი და ყველი.
6. მოვამზადოთ მოხარშული კრემი. რძე დადგით ცეცხლზე. დაუმატეთ წინასწარ ერთმანეთში არეული 2 კვერცხი, სახამებელი, დარჩენილი შაქარი. ხარშეთ დაახლოებით 10 წუთით და შემდეგ აცადეთ გაციება.
7. შემდეგ კი თითო კოვზით დაუმატეთ ათქვეფილი ყველი და კარაქი.
8. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და დაიწყეთ ფირფიტების გამოცხობა.
9. თითოეული მათგანი აცხვეთ10-15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში
10. შემდეგ თითოეულ ფენას შორის წაუსვით კრემი და მზა ტორტი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით.