საოცრად გემრიელი ხორცის ტომრები ყველითა და სოკოთი - სწრაფი, მარტივი და ლამაზი კერძი!

გთავაზობთ ღორის ხორცისგან მომზადებული ულამაზესი და უგემრიელესი კერძის რეცეპტს. ამასთან მის მოსამზადებლად დიდი დრო და ენერგია არ დაგჭირდებათ. თუ სხეულის ფორმას უფრთხილდებით, შეგიძლიათ ღორის ხორცი ჩაანაცვლოთ ქათმით.

საჭირო მასალა:

  • ღორის ხორცი 600-800 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • სოკოს მარინადი 200-250 გ
  • მდნარი ყველი 1 შეკვრა


მომზადების წესი:

1. დაჭერით ხორცი მოზრდილ ნაჭრებად, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

2. ღორის ხორცის თითოეულ ნაჭერზე მაოთავსეთ მდნარი ყველის პატარა კუბიკი, დაჭრილი სოკოს მარინადი და თითო კბილი დაჭრილი ნიორი.

3. დაბეგვილი ღორის ხორცის კიდეები მოკარით და შეკარით ძაფით ან ხის ჩხირით.
4. თითოეული ტომარა მოათავსეთ ფიალის ფორმა მიცემულ ფოლგაზე. რის შემდეგაც მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და გადააფარეთ ფორმას ფოლგა.

5. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით, შემდეგ მოხსენით ფოლგა და დატოვეთ ღუმელში კიდევ 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!