ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა და დაემშვიდობეთ ონიხომიკოზს (ფრჩხილის სოკოს).

ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა და დაემშვიდობეთ ონიხომიკოზს (ფრჩხილის სოკოს).
ონიხომიკოზი - სოკოვანი ინფექცია, რომელსაც ფრჩხილის სოკოს სახელწოდებით ვიცნობთ. ეს ინფექცია განაპირობებს ფრჩხილის დეფორმაციას და თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომები.

ფრჩხილის სოკო - საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. არსებობს 300 ათასზე მეტი სახეობის ბაქტერია, რომელიც ფრჩხილის სოკოს გაჩენას განაპირობებს. ამ უსიამოვნო მოვლენის განვითარების კატალიზატორად შეიძლება იქცეს პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გაგიმეორებთ, სოკოვანი ინფექცია მარტივად გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს, რის გამოც თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე.

საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ნატურალური პროდუქტი, რომლის დახმარებითაც ამ პრობლემის გამკლავება მინიმალური ძალისხმევითაა შესაძლებელი. ნივთიერებებს, რომელთაც სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი აქვს, შეიცავს ერთი შეხედვით უბრალო პროდუქტები, რომელთაც თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ.

1. ნიორი

ნივრის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი, ალიცინი, ბუნებრივი ფუნგიციდია. იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ ფრჩხილის სოკოს, შეიძინეთ ნივრის ნატურალური ზეთი და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები და კანის დაინფიცირებული მონაკვეთი დღის განმავლობაში რამდენჯერმე. მიმართეთ ამ პროცედურას ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

2. ვაშლის ძმარი

კიდევ ერთი ნატურალური საშუალება, რომელიც ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება - ვაშლის ძმარი. ეს გასაოცარი პროდუქტი ფლობს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგ თვისებებს. იმისათვის, რომ მინიმალურ დროში დაამარცხოთ ფრჩხილის სოკო, მოამზადეთ სკრაბი ბრინჯის ფქვილისგან და ვაშლის ძმრისგან. შეურიეთ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთში იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. შეიზილეთ ის დაზიანებულ ფრჩხილებზე და კანის დაინფიცირებულ მონაკვეთზე. მოითმინეთ დაახლოებით 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

3. თავშავასა და ზეითუნის ზეთის ნარევი

ეს კიდევ ერთი საოცრად ეფექტური საშუალებაა ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად. შეურიეთ ერთმანეთში 2 წვეთი თავშავას ზეთი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი წაისვით დაინფიცირებულ ფრჩხილებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში.

4. კურკუმა

კურკუმის ფხვნილს დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. წაისვით ის დაინფიცირებულ ფრჩხილებზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე. კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნატურალური პროდუქტია, რომელიც ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტისეპტიკურ თვისებებს.

მიმართეთ მოცემული საშუალებებიდან თქვენთვის სასურველს და შეუდექით მკურნალობას დღეიდანვე. თითოეული ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა. გისურვებთ ჯანმრთელობას!