ლოყების კანი მოგიდუნდათ და ჩამოგეწელათ? გაუმკლავდით პრობლემას მინიმალურ დროში!

ლოყების კანი მოგიდუნდათ და ჩამოგეწელათ? გაუმკლავდით პრობლემას მინიმალურ დროში!
დაბერების პროცესის პარალელურად ჩვენი კანი კარგავს სიმტკიცესა და ელასტიურობას. ყოველივე ამის შედეგად თავს იჩენს ისეთი უსიამოვნო მოვლენები, როგორიცაა: შავი ტომრების გაჩენა თვალების ქვემოთ, კანის მოდუნება და ჩამოწელვა, სახის კონტურის სიმკვეთრის დაკარგვა და ა.შ.

ლოყების კანის მოდუნება

კანის დაბერების პროცესის შენელება და მისთვის ახალგაზრდული იერის დაბრუნება შესაძლებელია ლიფტინგ-ეფექტის მქონე ნიღბებით. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტური კანის გადასაჭიმად კოსმეტიკური ტალახი და კოსმეტიკური თიხაა.

ლიფტინგ-ეფექტის მქონე ნიღბის გაკეთების დროს რეკომენდირებულია წამოწოლილ მდგომარეობაში გაჩერება, რათა კანი ქვემოთ არ ჩამოიწელოს. გარდა ამისა, პროცედურის ჩატარების დროს გეკრძალებათ ლაპარაკი, რადგან მიმიკური ნაოჭების შედეგად ნიღაბი სახეზე თანაბრად არ ჯდება.

სამკურნალო ტალახის ნიღაბი

ინგრედიენტები:
  • მშრალი კოსმეტიკური ტალახი (შეძენას შეძლებთ კოსმეტიკურ მაღაზიებში);
  • წყალი.

ინსტრუქცია:

  1. პატარა ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში მცირეოდენი მშრალი კოსმეტიკური ტალახი და თბილი წყალი. წყალი გამოიყენეთ იმ რაოდენობით, რომ მასა ოდნავ გათხევადდეს, თუმცა არ დაკარგოს ბლანტი კონსისტენცია.

  2. წაისვით ეს ნიღაბი ტენიან კანზე.


გაიჩერეთ ის 30 წუთით. ჩამოიბანეთ ეს საშუალება თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით. ეს ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს კანში. რეგულარულად მისი გამოყენებით თქვენ მარტივად შეძლებთ მოდუნებული კანის გადაჭიმვას.

თეთრი კოსმეტიკური თიხისა და თაფლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ თაფლი;
  • 1 ჩ.კ თეთრი კოსმეტიკური თიხა;
  • 1/2 ჩ.კ ლიმონის წვენი.

ინსტრუქცია:

  1. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ.

  2. მიღებული მასა წაისვით თხელ ფენად სახის კანზე.

გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით. კოსმეტიკური ტალახის მსგავსად, ეს საშუალება გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და გადაგიჭიმავთ სახის კანს.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!