ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების ინტელექტის დონე

ინტელექტის განხილვა ორ კატეგორიაში შეიძლება: ანალიტიკური და სინთეთიკური. პირველი კატეგორია განისაზღვრება იმით, თუ რამდენადაა ადამიანი მიდრეკილი პროდუქტიური ანალიზისადმი. ეს IQ დონის გამოსავლენი სხვადასხვა ტესტების მეშვეობით არის შესაძლებელი. მეორე კატეგორია განსაზღვრავს ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების თვისებას. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, რომლებსაც ვარსკვლავები განაპირობებენ.

აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ანალიტიკოსები გახლავთ მერწყულები, საუკეთესო პროგნოზისტები კი - მორიელები. ახლა კი უფრო დაწვრილებით თითოეული სტიქიის წარმომადგენლებზე:

წყლის სტიქიები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) კარგად ერკვევიან არამხოლოდ საკუთარ მოტივაციებში, არამედ, იმაში, თუ როგორ აზროვნებს მოსაუბრე. ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, წყლის სტიქია ჭკუასთან ასოცირდება! თუ გსურთ წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ინტელექტუალის მაგალითი - ეს გახლავთ აინშტაინი! ის თევზებია.

ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული) მიდრეკილნი არიან შესანიშნავი ანალიტიკური აზროვნებისადმი. მერწყული აქ ლიდერია, მაგრამ სხვა ნიშნებსაც შეუძლიათ თავისი ინტელექტის გამოყენება. მუდამ ახალი იდეები უჩნდებათ, ამიტომაც მათ ხშირად გენიოსებს და შემოქმედებით პიროვნებებს უწოდებენ.

მიწის სტიქიის ნიშნებს (კურო, ქალწული, თხის რქა) შესანიშნავი პრაქტიკული აზროვნება აქვთ. კარგად ართმევენ თავს ნებისმიერ ცხოვრებისეულ ამოცანას, ამიტომაც ხშირად აღწევენ წარმატებას ბიზნესში. მათთვის ფინანსური საქმიანობა ძალიან ადვილია.

ცეცხლის ნიშნებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
შესანიშნავი ინტუიცია გააჩნიათ. ეს ის შემთხვევაა, როცა ინტუიციას ენდო, რადგან არასოდეს გიმტყუნებს. ცეცხლი მათ საშუალებას აძლევს გარისკონ და იპოვონ მიზანი, შემდეგ კი მისი მიღწევის საშუალებები. ეს გახლავთ ცოდნა, რომლის წყალობითაც ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებ!