კბილის ტკივილის სამკურნალო უძველესი და ორიგინალური საშუალებები!

კბილის ტკივილის სამკურნალო უძველესი და ორიგინალური საშუალებები!
კბილის ტკივილი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერია უსიამოვნებებს შორის. მას ყველაზე აუტანელი ტკივილი ახასიათებს. გთავაზობთ ამ უსიამოვნო ტკივილის სამკურნალოდ ძველებურ მეთოდებს, რომელიც მართლაც ეფექტურად ხასიათდება.

  • ბალახი ხარისთვალას ძირები მოვხარშოთ და გამოვილოთ პირის ღრუში. მტკივნეულ ადგილას შევეცადოთ ხსნარი გავაჩეროთ დიდი ხნით. აღნიშნული პროცედურა გავიმეოროთ რამდენჯერმე, 3 - 5- ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.

  • ავიღოთ ღორის ქონის ( გაუმდნარი ) ნაჭერი, სასურველია ნაკლებად მარილიანი. დავადოთ მტკივნეულ ადგილას ღრძილსა და ლოყას შორის და დავტოვოთ 15 - 20 წთ - ის განმავლობაში სანამ ტკივილი არ დაწყნარდება.

  • მტკივნეულ მხარეს ყურში უდებენ მრავალძარღვას ფოთოლს და ტოვებენ ტკივილის შეჩერებამდე. ნახევარ სთ - ში ტკივილი წყდება.

  • ხელების მტევნების შიგნითა მხარეზე ისვამენ ნიორს. წვრილად დავჭრით ნიორს და დავიდებთ პულსის ადგილას. თუ კბილი ტკივა მარჯვენა მხარეს, ნიორს დავიდებთ მარცხენაზე და პირიქით. სახვევს შევახვევთ მჭიდროდ.
    ნიორს დავიდებთ ნაჭერზე ( შიშველ ადგილზე არ შეიძლება ). მერე შევახვევთ.

სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება