ნიღბები, რომლებიც სახის კანს ელასტიურობას დაუბრუნებენ !

ნიღბები, რომლებიც სახის კანს ელასტიურობას დაუბრუნებენ !
ჩვენს დროში, ორმოცდაათი წლის ქალს მოხუცს არავინ უწოდებს. თუკი ცოტას მოინდომებთ კიდეც, ამ ასაკში ისეთივე ახალგაზრდა და მშვენიერი იქნებით, როგორც ორი ათეული წლის წინათ.
ამ ასაკში ქალებმა ნიღაბი კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთონ. სხვადასხვა სახის კრემებისგან დამზადებული ნიღბების გარდა, სასურველია ისეთი ნიღბების გაკეთება, რომლებიც კანს ელასტიურობას დაუბრუნებენ, მაგალითად:

  • გათქვიფეთ ნახევარი კვერცხის გული და დაუმატეთ 15 გრ ნებისმიერი მცენარეული ზეთი. მიღებული მასა, ხელის მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახესა და ყელზე. 15 წუთის შემდეგ სახე უნდა გაიწმინდოთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

  • კარგია თაფლისა და მცენარეული ზეთის თბილი ნიღაბი. მიღებულ მასას უნდა დაუმატოთ 0,25 ჩაის კოვზი A ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. ნიღაბს ვიკეთებთ სახესა და ყელზე, 15 - 20 წუთის შემდეგ პირს ვიბანთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.

  • ეფექტურია ჩაის ნაყენის კომპრესი. ვიღებთ ორ ჩაის ჭიქა ნაყენს ერთ თბილს, მეორეს კი ცივს, ამ პროცედურას რამოდენიმეჯერ ვიმეორებთ. კომპრესის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ უნდა წავისვათ მკვებავი კრემი.

  • მდოგვის ნიღაბი: 1 ჩ/კ მდოგვი გავხსნათ, ამავე რაოდენობის წყალში და 2 ჩ/კ ზეთში. ამ მასით ვიკეთებთ ნიღაბს სახესა და ყელზე. ხუთი - რვა წუთის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოვიბანოთ. ამ ნიღბის გაკეთება არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც გაფართოებული სისხლძარღვები აქვთ, ან სახის კანი აქვთ გაღიზიანებული და თმიანი.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...