სახის ნიღაბი, რომელიც უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ ნაოჭებს აქრობს!

სახის ნიღაბი, რომელიც უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ ნაოჭებს აქრობს!
კოსმეტიკური მიზენისთვის ძალიან ბევრი პროდუქტის გამოყენება შეიძლება, რომელიც მაცივარში ან სამზარეულოს კარადაში გაქვთ. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ბანანის, ჯანჯაფილის, ზეითუნის ზეთისა და კვერცხის ცილის სწორედ ასეთი მიზნებისთვის გამოყენებას. თუ ამ პროდუქტებს შეურევთ, მიიღებთ სასწაულმოქმედ ნიღაბს. ის შესანიშნავი მატონიზირებელია და გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ქმნის.

სახის ნიღაბი ბანანისგან


სახის ნიღაბი, რომელიც უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ ნაოჭებს აქრობს!საჭირო მასალა
  • 1/3 მწიფე ბანანი
  • 1 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ახალი ჯანჯაფილის წვენი
  • 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა


მომზადება და გამოყენება


  1. დაჭყლიტეთ ბანანი, დაამატეთ ჯანჯაფილის ფხვნილი და წვენი და ზეითუნის ზეთი.
  2. დაამატეთ კვერცხის ცილა და კარგად მოურიეთ.
  3. წაისვით თხელი ფენა სახის კანზე, კისერზე და დეკოლტეს ზონაზე, აცადეთ გაშრობა და წაისვით კიდევ 2-3 ფენა. ბოლო ფენა დაიტოვეთ 15 წუთით.
  4. დაიბანეთ ცივი წყლით.
  5. წაისვით სახეზე მსუბუქი უცხიმო საცხი.


ამ ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ 5-6 დღეში 1-ხელ. მთლიანი კურსი 10 ნიღბისგან შედგება.