როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები ხალხური საშუალებებით.

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები ხალხური საშუალებებით.
თუ პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ არსებობს მათგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები.
ხალხური საშუალებები ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები. რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოცხარის და ბევრი სხვა მცენარის საფუძველზე.

გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს.
  • გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 ს/კ და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20 - 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.

  • მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა - საღამოს.

  • ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე და 3 - 5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ს/კ ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

  • 1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20 - 30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით . ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

  • ახალ კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაუმატეთ 1 ს/კ ნებისმიერი კვებავი კრემი. ცხიმიანი სახის კანისთვის კიტრის წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის არაყი, გააჩერეთ 24 სთ. ამ სითხეში დაასველეთ მარლა და დაიდეთ სახეზე. კურსი 30 ნიღაბი.

სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი