ჭურჭლის სარეცხი მანქანის ამ 15 ფუნქციის შესახებ დიასახლისების უმრავლესობას არ სმენია!

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ამ 15 ფუნქციის შესახებ დიასახლისების უმრავლესობას არ სმენია!
ჭურჭლის სარეცხი მანქანა - უამრავი დიასახლისის ოცნება. ამ გასაოცარი მექანიზმის შეძენის შემდეგ თითოეული დიასახლისის ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად მარტივდება. გასაკვირია, თუმცა დიასახლისების უმრავლესობა ამ მანქანაში მხოლოდ ჭურჭელს რეცხავს. სინამდვილეში, ჭურჭლის სარეცხი მანქანით უამრავ სადიასახლისო საქმიანობას თვალის დახამხამებაში გაუმკლავდებით.

იქამდე, სანამ ამ საინტერესო ექსპერიმენტს შეუდგებით, კარგად წაიკითხეთ და შეისწავლეთ ინსტრუქციები, რომელთაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გაძლევთ. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ წყალი და მაღალი ტემპერატურა არ დააზიანებს იმ ნივთებს, რომელთაც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში უპირებთ გარეცხვას.

როგორ გამოვიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
  1. თითოეულმა მშობელმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავის შენარჩუნება პატარების სათამაშოებისთვის. ჭურჭლის სარეცხი მანქანის დახმარებით თქვენი შვილის სათამაშოები სისუფთავისგან იბრწყინებს!



  2. ინსტრუმენტებსაც სჭირდება რეგულარულად გარეცხვა. ამ შემთხვევაშიც ჭრუჭლის სარეცხი მანქანა საუკეთესო გამოსავალია!



  3. მოგბეზრდათ ყოველდღიურად ფაიფურის ქანდაკებების მტვრისგან წმენდა? თქვენ ამ დავალებას მარტივად გაუმკლავდებით სარეცხი მანქანის დახმარებით.



  4. კოსმეტიკის ფუნჯები, ჯაგრისები და სხვა ატრიბუტები ხშირად საჭიროებს გარეცხვას. იმისათვის, რომ არ დაიტანჯოთ თითოეული ნივთის ცალ-ცალკე რეცხვითა და ხეხვით, გამოიყენეთ სარეცხი მანქანა.



  5. დიასახლისების უმრავლესობა ''კეპკიან'' ქუდებს ხელით რეცხავს, რადგან ეს ნივთი აზიანებს ტანსაცმლის სარეცხ მანქანას. სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. თქვენ სასიამოვნოდ გაოცდებით!



  6. თუ თქვენ კომპიუტერის კლავიატურას შესაბამისად დაშლით და სარეცხ მანქანაში გარეცხავთ, მისი ყველაზე ძნელად მიღწევადი ადგილებიც კი სისუფთავისგან იბრწყინებს!



  7. ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვაც შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანაში. მერწმუნეთ, ვერცერთი დიასახლისი შეძლებს საკუთარი ხელით ამ პროდუქტების ისე გაპრიალებას, როგორც ჭურჭლის სარეცხი მანქანა.



  8. თმის რეზინები და ბიჟუტერია ხშირად ბინძურდება და საჭიროებს რეგულარულად გაწმენდას. მოათავსეთ თითოეული ეს ნივთი პატარა ზომის ჭურჭელში ან პლასტმასის ყუთში და გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ბიჟუტერია სისუფთავისგან იბრწყინებს!



  9. ჭურჭლის სარეცხი მანქანა არაჩვეულებრივია სავენტილაციო მილების ან მტვერსასრუტის მილის გასარეცხად.



  10. თამამად გარეცხეთ ჭურჭლის მანქანაში პლასტმასის კონტეინერები და პლასტმასის ნივთები.



  11. მაცივრის თაროების გარეცხვა უამრავი დიასახლისისთვის დიდ ტანჯვასთანაა დაკავშირებული. თქვენ შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმე ჭურჭლის სარეცხი მანქანის დახმარებით.



  12. თუ თქვენ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ეს ხრიკი თქვენთვისაა. შეგიძლიათ თამამად გარეცხოთ ოთხფეხა მეგობრის საყელური ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.



  13. გრილის ბადიდან ცხიმის ლაქების ამოყვანა და გაპრიალება არ წარმოადგენს სირთულეს ჭურჭლის სარეცხი მანქანის დახმარებით!



  14. ჭურჭლის სარეცხი მანქანა - არაჩვეულებრივი საშუალება ყოველდღიური მოხმარების ნივთების დეზინფიცირებისთვის.



  15. სპორტული ინვენტარი სისუფთავისგან იბრწყინებს, თუ მათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხავთ!



მოგეწონათ ეს 15 რჩევა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარების ველის მეშვეობით და აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს.