რა მიზანი უნდა დაისახოთ 2017 წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად

რა მიზანი უნდა დაისახოთ 2017 წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად
რომელი ადამიანი არ ოცნებობს იმაზე, რომ ახალ წელს უფრო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, დატოვოს წარსულში ყველა უსიამოვნება და პრობლემა, მიაღწიოს ყველა დასახულ მიზანს... საამისოდ კი მოქმედებაა საჭირო. საიდან დავიწყოთ? - იკითხავთ თქვენ. პასუხს ვარსკვლავები გაგცემენ. აირჩიეთ ძირითადი მიზანი და მოახდინეთ კონცენტრაცია მასზე. და რომელი მიზანია 2017 წელს თქვენი - წაიკითხეთ სტატიაში.

ვერძი - ჯანმრთელობა და სპორტი

წელს თქვენთვის სასარგებლო იქნება სპორტით დაკავება. გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს, შეცვალეთ კვების რეჟიმი, და შეამჩნევთ, განწყობასთან ერთად როგორ იცვლება უკეთესობისკენ პირადი ცხოვრებაც, კარიერა კი უფრო ორგანიზებული გახდება.

კურო - სიყვარული, სიყვარული და კვლავ სიყვარული

2017 წელი წარმატებული გამოდგება პარტნიორთან ურთიერთობაში. თუ დაქორწინებული ხართ - კიდევ უფრო დაახლოვდებით. სიყვარული საოცრებებს ჩაგადენინებთ. წელს ამ გრძნობის მოზღვავება გელით და შესაძლოა, ის ახალი სიცოცხლის საწყისიც გახდეს.

ტყუპები - სტაბილურობა და ორგანიზებულობა

დადგა დრო, დადინჯდეთ და იპოვოთ სტაბილური საყრდენი, გახდეთ მეტად ორგანიზებული. შესაძლოა, საცხოვრებელი შეიცვალოთ. მათ კი, ვინც უკვე მოიპოვა სტაბილურობა, ეძლევა შანსი, ცხოვრება კიდევ უფრო მოაწესრიგოს.

კირჩხიბი - გამოავლინეთ საკუთარი თავი სამსახურში

ნუ აარიდებთ თავს პასუხისმგებლობას, ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოჩენა. თუ გთხოვენ რაიმე ახალი გააკეთოთ, ნუ მისცემთ შიშს, დათრგუნოს თქვენი შესაძლებლობები. ბევრ ისწავლით და იამაყებთ საკუთარი თავით, თუ ამ შანსს გამოიყენებთ.

ლომი - ფულის გამომუშავების დრო დადგა


დიახ, ამას იოლად შეძლებთ. ფულის საშოვნელად შრომა მოგიწევთ და შესაძლოა დათმობებზეც მოგიწიოთ წასვლა. მაგრამ ვარსკვლავები ხელს უწყობენ თქვენს ფინანსურ ოპერაციებს, ამიტომ მოიმარაგეთ მოთმინება და მიზანდასახულობა.

ქალწული - ახალი შეხვედრები


ეს წელი ახალი ნაცნობობის წელი გახდება თქვენთვის. შეხედეთ ცხოვრებას მარტივად, იდეალური არავინაა, და ეს შესანიშნავია! ნუ შეაფასებთ ადამიანებს - უბრალოდ მიიღეთ ისეთი, როგორიც არიან. შესაძლოა მათში თანამოაზრეები ჰპოვოთ.

სასწორი - იყავით ბედნიერი!

რასაკვირველია, ბედნიერება ზოგადი მიზანია. მაგრამ გვერწმუნეთ, ამის სწავლა შესაძლებელია. მიანიჭეთ ადამიანებს სიხარული, დაინახეთ მხოლოდ კარგი, და მიხვდებით, რომ ბედნიერება თქვენშია!

მორიელი - გადახედეთ საურთიერთობო წრე

იმეგობრეთ მათთან, ვისაც შეუძლია თქვენს პიროვნულ ზრდას ხელი შეუწყოს. გათავისუფლდით ტოქსიკური ადამიანებისგან, რომლებიც ფსკერისკენ მიგაქანებენ. ამ წელს გაგიჩნდებათ ახალი ნაცნობები, რომლებშიც მონათესავე სულს იპოვით.

მშვილდოსანი - დაალაგეთ კარიერა

წელს მომავლის ფუნდამენტს ჩაყრით. ამიტომ, კარიერის წინ წაწევის მცდელობა არ დააკლოთ. ვარსკვლავები ამაში ხელს შეგიწყობენ, ნუ შეგეშინდებათ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების და წინ დიდი წარმატება გელით!

თხის რქა - ისწავლეთ და იმოგზაურეთ

ამ წელს თქვენი მიზანი პიროვნული ზრდა უნდა გახდეს. დაკავდით თვითგანათლებით, ჩაეწერეთ უცხო ენების კურსებზე ან იმოგზაურეთ და შეიცანით სამყარო. ნუ ჩაებღაუჭებით ჩვეულ ადგილს და დატოვეთ ყველაფერი წარსულში, თუ გსურთ გახდეთ უკეთესი.

მერწყული - ჩაეჭიდეთ წარმატებას!

წელს უამრავი წარმატებული შესაძლებლობა მოგეცემათ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან და მაქსიმალურად გამოიყენეთ. ეს თქვენი წელია!

თევზები - ქორწინება

წელს ვარსკვლავები დაოჯახებას გიქადიან, ან ისეთ ადამიანთან შეხვედრას, რომელთანაც მომავალში მთელი ცხოვრების გატარებას მოისურვებთ. მიჰყევით დინებას და ნუ შეეწინააღმდეგებით ბედს.