ჯანჯაფილს მაღაზიაში უკვე აღარ ვყიდულობ! ვიპოვე ხერხი, როგორ გავახარო სამკურნალო მცენარე შინაურ პირობებში

ჯანჯაფილს მაღაზიაში უკვე აღარ ვყიდულობ! ვიპოვე ხერხი, როგორ გავახარო სამკურნალო მცენარე შინაურ პირობებში
შესანიშნავი არომატისა და გემოს გამო, ჯანჯაფილს ფართოდ იყენებენ კულინარიაში. მაგრამ მას ხალხურ მედიცინაშიც აქვს გამოყენება სამკურნალო თვისებების წყალობით. ჯანჯაფილი ამაღლებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, სწრაფად კურნავს გაცივებას, არეგულირებს საკვების მონელების სისტემას. ჩვენ გთავაზობთ თავადვე გაახაროთ ეს მეტად სასარგებლო მცენარე შინაურ პირობებში.



ჯანჯაფილის გახარება შინაურ პირობებში


მაღაზიაში ნაყიდი ჯანჯაფილის ძირი, ხშირად ზრდის ინგიბიტორებითაა დამუშავებული, ამიტომ მას ვერ გაახარებთ. უმჯობესია, მებაღეობის მაღაზიაში შეიძინოთ ძირები. ჯანჯაფილს უყვარს მსუბუქი, ოდნავ მჟავე ან ნეიტრალური ნიადაგი. შესანიშნავად გამოდგება ფხვიერი გრუნტისა და ქვიშის ნაზავი პროპორციებით 1 : 0,25.



ჯანჯაფილის ძირის დარგვა

  1. ჩაალბეთ ძირი სუფთა წყალში მთელი ღამით.
  2. ჩაყარეთ გრუნტი ქოთანში, მოათავსეთ ძირი ფესვებით ზევით, მოაყარეთ მიწის ფენა დაახლოებით 2 სმ, მორწყით.
  3. დადგით ქოთანი ბნელ ადგილას. ჯანჯაფილი ნელა იზრდება. მორწყით ყოველდღე.
  4. გახსოვდეთ, ჯანჯაფილი სამხრეთის მცენარეა, რომელსაც უყვარს მზე, ზომიერი დატენიანება და ფხვიერი მიწა.
  5. ჯანჯაფილს ფოთლების გაყვითლების შემდეგ თხრიან, როდესაც მცენარე ჭკნობას იწყებს, ნიშნავს, რომ იგი მწიფეა.
  6. თუ ცოტათი ცხარე ჯანჯაფილი გსურთ, ამოთხარეთ, სანამ ფოთლები გაყვითლდება.




აღსანიშნავია, რომ კერძებში ჯანჯაფილის ძირის გარდა, ძირის სათავსეთან ქვედა თეთრ ნაწილსაც იყენებენ. ამბობენ, რომ მისი გემო ცოტათი არომატულ მანდარინს ჰგავს.