კვლევებმა დაადგინა, რომ უმი ქათმის გარეცხვა ჯანმრთელობისთვის საშიშია!

კვლევებმა დაადგინა, რომ უმი ქათმის გარეცხვა ჯანმრთელობისთვის საშიშია!
როგორც აღმოჩნდა, ადამიანთან 90% მაღაზიაში ნაყიდ უმ ქათამს მომზადებამდე რეცხავს. მაგრამ გაირკვა, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოდაა.

უმი ქათმის მომზადებამდე გარეცხვა ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გავრცელებას როგორც ხორცის მთელ ზედაპირზე, ასევე ნიჟარაზე და მაგიდაზე.



ჯენიფერ კვინლანი, დრეკსელის უნივერსიტეტის მკვლევარი, მონაწილეობდა ამ თემასთან დაკავშირებულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაკვეთით. კვინლანი აცხადებს, რომ გამოკითხვის მონაცემებით, მომხმარებელთა 90% რეცხავს ნაყიდ უმ ქათამს. ჯენიფერი ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი არა თუ ამცირებს, არამედ ზრდის ბაქტერიების რიცხვს
ამერიკის დეპატრამენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო კამპანია სახელწოდებით "კვებითი უსაფრთხოებს ოჯახში", გთავაზობთ პრინციპებს, რომლის დაცვისკენაც მკვლევარები მოგვიწოდებენ:
1. დაიცავით სისუფთავე. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები და დაასუფთავეთ ზედაპირები.
2. დაყავით. არ დაუშვათ, რომ უმი ფრინველი და მისი წვენი შეეხოს სხვა პროდუქტებს.
3. მოამზადეთ ყურადღებით. მზა ფრინველის მინიმალური შინაგანი ტემპერატურა უნდა აღწევდეს 74 °C-ს (გაზომეთ სამზარეულოს თერმომეტრით).
4. გააგრილეთ. დროულად შედეთ ქათამი მაცივარში.



დრეკსელის უნივერსიტეტმაც წამოიწყო ანალოგიური კამპანია სახელწოდებით "არ გარეცხოთ ქათმები". პროექტის მიზანია გადააჩვიოს ხალხი ამ მავნე ჩვევას. ზემოჩამოთვლილი ბაქტერიებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს.

დაბოლოს კიდევ ერთი რჩევა: მზა ქათმის ხორცი აუცილებლად უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში და მაცივარში: ოთახის ტემპერატურაზე ყოველთვის არის დაბინძურების რისკი.