როგორ დავამარცხოთ სურდო ბავშვებში პრეპარატების გარეშე. ევგენი კომაროვსკის მეთოდი.

როგორ დავამარცხოთ სურდო ბავშვებში პრეპარატების გარეშე. ევგენი კომაროვსკის მეთოდი.
სურდო ბავშვებში - საკმაოდ ხშირი და უსიამოვნო მოვლენა. როგორც წესი, როდესაც ჩევენს პატარას ცხვირიდან უცნაური გამონადენი აქვს, ჩვენ დაუყონებლივ აფთიაქში მივიჩქარით სისხლძარღვთა შემკუშავი სპრეების, ანტივირუსული აბებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების შესაძენად.

ყველასთვის კარგად ცნობილ პედიატრს, ევგენი კომაროვსკის ბავშვებში სურდოს მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდი აქვს. მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და ვირუსული ინფექციების დროს ლორწოს გამოყოფა ცხვირიდან - ბუნებრივი მოვლენაა. ლორწოს ფერის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა ხასიათისაა ინფექცია: ვირუსული (გამჭვირვალე გამონადენი) თუ ბაქტერიული (მომწვანო ფერის სქელი გამონადენი).

გამჭვირვალე გამონადენი ვირუსული ინფექციის დროს - ჩვენი ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული სპეციალური სპრეების გამოყენება. საბედნიეროდ, არსებობს ერთი ძალიან მარტივი მეთოდი, რომლის დახმარებითაც რამდენჯერმე შეუმსუბუქებთ ბავშვს მდგომარეობას და ხელს შეუწყობთ მის ორგანიზმს სწრაფად გამოჯანმრთელებაში.


  1. შეიძინეთ აფთიაქში ფიზიოლოგიური ხსნარი და ჩააწვეთეთ ის ბავშვს ორივე ნესტოში ნახევარი პიპეტის ოდენობით. ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება დამოუკიდებლადაც შეგვიძლია. გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ მდუღარე წყალში.

  2. ვირუსული ინფექციის დროს ყოველთვის მიაღებინეთ თქვენს შვილს C ვიტამინი. დოზირება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკს.

  3. არ დაივიწყოთ სითხის შესახებ! დიდი რაოდენობით სითხის მიღება აჩქარებს ორგანიზმის გაჯანსაღების პროცესს. სითხის ტემპერატურა აუცილებლად უნდა იყოს მიახლოვებული პაციენტის სხეულის ტემპერატურასთან.

  4. ჩააცვით ბავშვს თბილად და ხშირად გაანიავეთ ოთახი. ნუ გამოკეტავთ მას უჰაერო სივრცეში.

ექიმ კომაროვსკის მტკიცებით, ვირუსულ ინფექციას ხანმოკლე დროში გავუმკლავდებით, თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და დავიცავთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!