სახელდახელო ფურშეტი. 8 იდეა, რომლის განხორციელებაც ძალიან მარტივია!

სახელდახელო ფურშეტი. 8 იდეა, რომლის განხორციელებაც ძალიან მარტივია!
გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ გემრიელი და რაც მთავარია, უმარტივესი წასახემსებლის რამდენიმე ვარიანტი. მათი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, შედეგით კი აღფრთოვანდებით.

იდეები ფურშეტისთვის

1. ყველის ბურთები

სახელდახელო ფურშეტი. 8 იდეა, რომლის განხორციელებაც ძალიან მარტივია!

გახეხეთ წვრილად მდნარი ყველი და მოხარშული კვერცხი. შეურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მაიონეზი. გააკეთეთ პატარ-პატარა ბურთები და ამოავლეთ თითოეული წმინდად დაჭრილ კამაში.

2. წასახემსებელი ლავაშით


ნაღების ყველის ერთი შეკვრას შეურიეთ არაჟანი და დაჭრილი მწვანილი. წაუსვით მიღებული მასა ლავაშის ფირფიტაზე. ზემოდან გაანწილეთ წითელი ხიზილალა. გადაახვიეთ ლავაში რულეტად, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით გამოიღეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

3. კანაპე ყველის კრემით



ხაჭოს კრემს შეურიეთ გახეხილი მდნარი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, მწვანე ხახვი და ერთი კოვზი მაიონეზი. ჭვავის პურის პატარა ნაჭრებს წაუსვით მიღებული მასა და მორთეთ მწვანილის ღერებით.

4. მსუბუქი ტოსტები



ტოსტის პურს წაუსვით კარაქი და დაადეთ ზემოდან ყველის ნაჭერი. ყველზე დაალაგეთ ბარდა ყურძნის მტევნისამერ. ფოთლები გაუკეთეთ ოხრახუშისგან.

5. სადღესასწაულო ბუტერბროდები



მოაჭერით ყუა ახალ თეთრ პურს. წაუსვით გვერდებზე და გულზე კარაქი. შემდეგ ამოავლეთ გვერდები წვრილად დაჭრილ კამაში, ზემოდან დაადეთ წითელი თევზის ნაჭრები. მორთეთ ლიმონით.

6. ხილის ტოსტები



პურის ტოსტზე დადეთ ანანასის რგოლი, ზემოდან დაადეთ მდნარი ყველის ფირფიტა. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ ბუტერბროდები 5 წუთით ღუმელში. ტოსტის შუაგულში შეგიძლიათ ჩადოთ ალუბალი და გააფორმოთ ნუშით ან მიწისთხილით.

7. კანაპე მაგარალკოჰოლური სასმელებისთვის



წმინდად დაჭრილ ქაშაყს შეურიეთ დაჭრილი წითელი ხახვი და ნაღების ყველი. წაუსვით მიღებული მასა შავი ან ბოროდინული პურის ნაჭრებზე.

8. ბოსტნეულის როლები



დათალეთ უმი სტაფილო. მიღებულ ფირფიტებზე გაანაწილეთ გახეხილი ყველის, მოხარშული კვერცხის, მაიონეზისა და მწვანილის მასა. გადაახვიეთ თითოეული ფირფიტა და დაამაგრეთ ხის ჩხირით. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.