როგორ გავიღიავოთ თმა საღებავებისა და პეროქსიდის გარეშე. საიდუმლო გამოცდილმა პარიკმახერმა გაგვანდო

როგორ გავიღიავოთ თმა საღებავებისა და პეროქსიდის გარეშე. საიდუმლო გამოცდილმა პარიკმახერმა გაგვანდო
ჩვენს რედაქსიაც თქვენთვის კარგი ამბავი აქვს: თმის ორი ტონით გაღიავება სრულებით შესაძლებელია ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. წყალბადის პეროქსიდის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ეს უკვე წარსულშია! დღეს რბილი გაღიავებისთვის დარიჩინს იყენებენ!

როგორ გავიღიავოთ თმა დარიჩინით

არომატული სპეცია არამხოლოდ რბილად გააღიავებს თმას, არამედ, მბზინვარებას შესძენს მას. ფრთხილად იყავით: ყავისფერი ნარევი თმაზე უნდა გაიჩეროთ, ნუ წაისვამთ მას ძირებზე.

ინგრედიენტები


  • 3 ს.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1 ჭიქა თმის კონდიციონერი
  • 2 ს.კ. თაფლი


გამოყენება



  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი კერამიკულ ჭურჭელში ხის კოვზით.
  2. დაიბანეთ თავი შამპუნით, ცოტათი გაიშრეთ და დაყავით რამდენიმე ნაწილად.
  3. წაისვით ყოველ ნაწილზე ყავისფერი ნარევი, შეიხვიეთ თავი ცელოფნის პარკით და პირსახოცით.
  4. 30 წუთში მოიხსენით პირსახოცი და დაიტოვეთ ნარევი კიდევ 3-4 საათით, სასურველი ტონის მიღების შესაბამისად.
  5. დაიბანეთ თავი თბილი წყლით და დატკბით ახალი იმიჯით!




ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ თმა 2 ტონით გაღიავდება, უფრო ძლიერი ეფექტისთვის 3 კოვზის ნაცვლად 4 კოვზი დარიჩინი გამოიყენეთ. შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა სურვილისამებრ, როცა მოისურვებთ.