ნაოჭების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი მალამო. გასაოცარი შედეგით!

ნაოჭების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი მალამო. გასაოცარი შედეგით!
ეს მალამო მართლაც საოცრებებს ახდენს, ნუ დაიზარებთ მის დამზადებას. შედეგით ნამდვილად გაოცებული დარჩებით!

საჭირო მასალა:
  • 1 კგ ახალი კიტრი
  • 400 გრ ღორის ქონი
  • 200 გრ ხბოს ქონი
  • 1 ს/კ ბრინჯის ან კარტოფილის ფქვილი

მომზადების და გამოყენების წესი:
ხბოს და ღორის ქონს გავადნობთ ფაიფურის ქოთანში. ცალ - ცალკე გავაციებთ და შემდეგ შევაერთებთ. 1 კგ გახეხილი კიტრიდან გამოვწურავთ წვენს, ჩავასხამთ ღორის და ხბოს გადამდნარ ქონში და ვლესავთ ფაიფურის ან რქის კოვზით. დაახლოებით 20 - 25 წუთს და დავტოვებთ მეორე დღემდე, მე - 2 დღეს ისევ ვდგამთ, გადმოვასხამთ ქოთნიდან გამოყოფილ კიტრის წვენს და დავასხამთ ახლად გახეხილ კიტრის წვენს, ისევ დავტოვებთ მე 2 - დღემდე და ასე ვიმეორებთ მანამ, სანამ ქონი არ გაიჟღინთება კიტრის სუნით, სულ ბოლოს გავურევთ ბრინჯს ან კარტოფილის ფქვილს და კარგად გავლესავთ. წაისვით დღეში ერთხელ დაბანილ სახეზე.
სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება