კანზე თეთრი ლაქები გაგიჩნდათ? მიმართეთ ამ 7 უმარტივეს საშუალებას დახმარებისთვის!

კანზე თეთრი ლაქები გაგიჩნდათ? მიმართეთ ამ 7 უმარტივეს საშუალებას დახმარებისთვის!
მიმართეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული საშუალებებიდან ერთ-ერთს დახმარებისთვის ან შეუდექით კომპლექსურ მკურნალობას და ხანმოკლე დროში თეთრი ლაქები კანიდან უკვალოდ გაქრება!

რა განაპირობებს თეთრი ლაქების წარმოქმნას კანზე? ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას მელანინის მწარმოებელი უჯრედების წინააღმდეგ. ექსპერტები თვლიან, რომ ამ უსამოვნო მოვლენას განაპირობებს გენეტიკა, მომატებული მგრძნობელობა მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ჭარბი სტრესი, ვიტამინ B12-ის დეფიციტი, სოკოვანი ინფექციები და ა.შ.

დამეთანხმებით, რომ თეთრი ლაქები საკმაოდ უშნოდ გამოიყურება და ეს მოვლენა თითოეული ადამიანის თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ გზას ამ პრობლემის გადასაჭრელად. უმჯობესია, თუ მკურნალობის დაწყების წინ კონსულტაციას სპეციალისტთან გაივლით.

სპილენძი

სპილენძი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია, რომელიც იღებს მონაწილეობას მელანინის გამომუშავებაში. აიღეთ სპილენძის ჭურჭელი, ჩაასხით მასში წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვით ეს წყალი მშიერ კუჭზე.

ქოქსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს კანის პიგმენტაციას. გარდა ამისა, ეს საშუალება ებრძვის და ამარცხებს ქრონიკულ ანთებას. ქოქოსის ზეთი ფლობს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. წაისვით ეს ზეთი მცირე რაოდენობით კანის პრობლემურ ნაწილზე დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. რეკომენდირებულია ამ პროცედურის გამეორება ყოველდღიურად.

კურკუმა

კურკუმის ფხვნილისა და მდოგვის ზეთის კომბინაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა თეთრი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლვლეად. შეურიეთ ერთმანეთში 5 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი და 250 მილილიტრი მდოგვის ზეთი. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით კანის პრობლემურ ზედაპირზე დღეში 2-ჯერ. გახსოვდეთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. ნუ დაყრით ფარ-ხმალს, თუ შედეგს ხანმოკლე დროში ვერ მიიღებთ.

წითელი თიხა

წითელი თიხა შეიცავს დიდი რაოდენობით სპილენძს, რომელიც მონაწილეობას იღებს ორგანიზმში მელანინის გამომუშავებაში. გამოწურეთ წვენი ჯანჯაფილის ფესვისგან და შეურიეთ ის თანაბარი რაოდენობით წითელ კოსმეტიკურ თიხასთან. მიღებული მასა წაისვით კანის პრობლემურ ზედაპირზე და მოითმინეთ იქამდე, სანამ ნარევი ბოლომდე არ შეგაშრებათ. ჩამოიბანეთ ის ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში.

ჯანჯაფილი

ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ორგანიზმში მელანინის გამომუშავებას. დაჭერით ჯანჯაფილის ფესვი რამდენიმე ნაწილად. მისი რბილობით დაიმუშავეთ თეთრი ლაქები და მოითმინეთ იქამდე, სანამ წვენი კანზე ბოლომდე არ შეგაშრებათ. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გარდა ამისა, რეკომენდირებულია 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ჯანჯაფილისა და პიტნის ჩაის მირთმევა.

ბოლოკის თესლი

აიღეთ 25 გრამი ბოლოკის თესლი და მოამზადეთ მისგან ფხვნილი ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით. მიღებულ ფხვნილს დაასხით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად გადაზილეთ. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით კანის პრობლემურ ზედაპირზე, გაიჩერეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში.

ვაშლის ძმარი

როგორც უკვე იცით, ვაშლის ძმარი ფლობს სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. სავსებით შესაძლებელია კანზე თეთრი ლაქების წარმოქმნა სოკოვანმა ინფექციამ განაპირობოს. სწორედ ამიტომ, ამ უსიამოვნო პრობლემის გადაჭრის გზა შეგვიძლია ვაშლის ძმარში ვეძიოთ. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი. მიღებული ხსნარით კარგად დაიმუშავეთ კანის დაზიანებული ზედაპირი დღეში 2-ჯერ. მოიქეცით ასე ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, რეკომენდირებულია კვების რაციონში ვიტამინ B12-ით მდიდარი პროდუქტების ჩამატება. ასეთი პროდუქტებია: ისპანახი, კომბოსტო, ლობიო, ნიგოზი, ლეღვის ჩირი და ა.შ. რეკომენდირებულია უარის თქმა წითელ ხორცზე და ზღვის პროდუქტებზე.