როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი, ყველაზე მარტივი საშუალებებით!

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი, ყველაზე მარტივი საშუალებებით!
დღეს ჩვენი FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რჩევებს, რომლის დახმარებითაც მარტივად მოიშორებთ კბილის გაუსაძლის ტკივილებს.

  • ყველაზე მარტივი რეცეპტი:
    მოამზადეთ სალბის მაგარი ნახარში, ცხლად გაიჩერეთ პირის ღრუში მტკივანი კბილის მხარეს. გაიმეორეთ ეს რამდენიმეჯერ.

  • ახალი ქონის თხელი ნაჭერი მოათავსეთ მტკივან კბილსა და ლოყას შორის. გაიჩერეთ 5 - 20 წუთი. ტკივილი ჩაცხრება დიდი ხნით.

  • ჩაიდეთ ყურში, მტკივანი კბილის მხარეს, მრავალძარღვას კარგად გარეცხილი ძირი. ნახევარი საათის შემდეგ კბილის ტკივილი გაივლის ასევე დიდი ხნით.

  • ჟოლოს, მუხის ან კაკლის, პიტნის ფოთლები თანაბარი რაოდენობით წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ბოთლში. ჩაასხით ცხელი ღვინის ძმარი, დააყენეთ სამი დღე. ეს ნაყენი გამოივლეთ მტკივან კბილში. ნაყენის გამოყენება კარგია კბილების გასამაგრებლადაც, უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

  • ნიორი ( ერთი დიდი კბილი ) წვრილად დაჭერით, სუფთა თხელი ნაჭერი დაიდეთ მაჯაზე მტკივანი კბილის მხარეს. მჭიდროდ მიიბანდეთ. ტკივილი გაქრება სწრაფად და დიდი ხნით.