როგორ განვასხვაოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან. აი, რას უნდა ერიდოთ!

როგორ განვასხვაოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან. აი, რას უნდა ერიდოთ!
გაყიდვაში ძალიან ხშირად გვხვდება ფალსიფიცირებული თაფლი, და არ აქვს მნიშვნელობა, ბაზარში ყიდულობთ მას თუ ხელზე - მეფუტკრესთან. ფულის გამო უამრავი არაკეთილსინდისიერი ადამიანი მზადაა მოატყუოს მომხმარებელი და სხვების ჯანმრთელობა არაფრად ჩააგდოს.


როგორ განვასხვაოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან
  1. ნამდვილ თაფლს ოდნამ მწარე გემო დაჰკრავს და ყელს წვავს. ბაზარში თაფლის შეძენისას აუცილებლად გასინჯეთ.
  2. დაყნოსეთ თაფლი. მას ნაზი ყვავილის სურნელი აქვს. ფალსიფიცირებულს ან საერთოდ არ აქვს სურნელი, ან პირიქით - ძალიან მძაფრი სუნი აქვს.
  3. ფერი - აი, კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. არაბუნებრივად ღია ფერის თაფლი მიიღება მაშინ, როცა ფუტკარს შაქრის სიროფით კვებავენ. ასეთი პროდუქტი ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის.


როგორ გამოვავლინოთ არანატურალური თაფლი შინაურ პირობებში


  1. თაფლი ნატურალური და მწიფეა, თუ მასში კოვზს ჩააწობთ, დაატრიალებთ და ტაფლი ფენა-ფენა შემოეხვევა გარს. და თუკი ის კოვზიდან წვეთავს, მისი შეძენა არ ღირს.
  2. გახსენით 1 კოვზი თაფლი ჭიქა წყალში. წყალი გამუქდება, მაგრამ ნალექს არ დაიდებს. ფალსიფიცირებული თაფლი კი მუდამ ილექება.
  3. იმის დასადგენად, გარეულია თუ არა თაფლში ფქვილი ან სახამებელი, თალიან წყალში ჩააწვეთეთ 1 წვეთი იოდი. თუ ხსნარი გალურჯდება, ე.ი. თაფლი დანამატებითაა.
  4. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ძმრის ესენცია. თუ თაფლი დუღილს დაიწყებს, ე.ი. ცარცს შეიცავს.
  5. დააწვეთეთ ასანტის წვერზე თაფლი და მოუკიდეთ. თუ თაფლი აალდება, ე.ი. ის ნატურალურია.