ანგინას, მხოლოდ ერთი ბუნებრივი საშუალებით უმკურნალებთ!

ანგინას, მხოლოდ ერთი ბუნებრივი საშუალებით  უმკურნალებთ!
ანგინა - ხასიათდება ნუშურა ჯირკვლების შესივებით, ჩირქოვანი ნადებებით, ყლაპვის გაძნელებით ტკივილების გამო, ტემპერატურის მომატებით, ინტოქსიკაციით. იგი ხშირად რთულდება რევმატიზმით, გულისა და თირკმელების დაავადებით და სხვა.

მის მკურნალობაში კავკასიური ცაცხვი დაგვეხმარება.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილედი. მისი ყვავილები შეიცავს ეთერზეთებს, საპონინებს, ლაბს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს და ვიტამინებს.

ცაცხვის ნაყენი ასე მზადდება:
3 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, ეს ნაყენი გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ.
მიღების წესი: მიიღეთ 1/2 ჭიქა 2 - 3- ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ცხელი სახით.
უკუჩვენება: ნაჩვენები არ არის.

ტრადიციული მედიცინა ანგინის გარდა მას იყენებენს ასევე ხველის, ჰემორიის, რევმატიზმის, დამწვრობის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, კუჭ - ნაწლავის სპაზმური მოვლენების, ქალთა სასქესო ორგანოების და პირის ღრუს ანთებითი პროცესების, ფურუნკულოზის და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მის ფიტოთერაპია