იდეალური ხაჭოს ოლადების მომზადების 7 საიდუმლო - საუზმე, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ!

იდეალური ხაჭოს ოლადების მომზადების 7 საიდუმლო - საუზმე, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ!
ხაჭოს ოლადები საუზმედ დღის იდეალური დასაწყისია. თუმცა ბევრს ეს კერძი იდეალური არ გამოსდის, რადგან ერთი შეხედვით მარტივი ოლადები, სინამდვილეში ფრთხილად მოსამზადებელია.

იდეალური ხაჭოს ოლადების საიდუმლოებები

1. შეარჩიეთ ხაჭო
თუკი გსურთ რომ ოლადები იდეალური გამოგივიდეთ, საჭიროა შეარჩიოთ არა მხოლოდ ახალი ხაჭო, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ პროდუქტი არ იყოს ზედმეტად მშრალი და მჟავე. აირჩიეთ რბილი ხაჭო. მისი ცხიმიანობა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ კულინარები გვირჩევენ, ოლადებისთვის 5-9 %-იანი პროდუქტი გამოვიყენოთ.

2. მოვამზადოთ ხაჭო
იმისათვის, რომ ოლადებისთვის ცომი ერთგვაროვანი გამოგვივიდეს, ათქვიფეთ ხაჭო ბლენდერში ან გაატარეთ საცერში. ჩანგლით გაქნით, საჭირო შედეგს ვერ მიიღებთ.

3. დაიცავით ზომა
500 გ ხაჭოზე დაგჭირდებათ 1-2 ცალი კვერცხი. არ გადააჭარბოთ ან პირიქით, ნაკლები არ მოგივიდეთ, რათა ოლადები მაგარი არ გამოგივიდეთ, ან პირიქით, არ დაგეშალოთ.

4. მშრალი ინგრედიენტები
ცომისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პროდუქტი: ხორბლის ფქვილი, მანის ბურღული, სახამებელი, დიეტური რეცეპტისთვის კი - ცეხვილი ხორბლის ფქვილი. გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ მანის, რადგან ასე ოლადები ბევრად ნაზი და ფაფუკი გამოდის.

5. ნუ გადააჭარბებთ შაქრის დამატებისას
შაქარმა შესაძლოა გააფუჭოს თქვენი ხაჭოს ოლადები. თუკი მას ბევრს დაუმატებთ, შეწვისას სიროფად გადაიქცევა და ცომის კონსისტენციას დაარღვევს. აჯობებს, ცომში ცოტა შაქარი დაუმატოთ და შემდეგ, გამომცხვარ ოლადებს მოასხათ თაფლი ან ჯემი. მარილიანი ოლადები კი სხვა სოუსებთან ერთად მიირთვით.

6. ფორმის მიცემა
იმისათვის, რომ ოლადები წებოვანი არ გამოვიდეს, მიეცით მას ფორმა სველი ხელებით. იდეალური ზომა ოლადისთვის არის ერთი სუფრის კოვზი.

იდეალური ხაჭოს ოლადების მომზადების 7 საიდუმლო - საუზმე, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ!

7. შეწვა
ოლადების შეწვა შეგიძლიათ ღუმელშიც. მაგრამ ჩვეულებისამებრ, კლასიკურ ვარიანტში, მათ ტაფაზე წვავენ. გაახურეთ სქელძირიანი ტაფა მაღალ ცეცხლზე. შეწვისას კი დააფარეთ თავსახური.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მოამზადეთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხაჭოს ოლადები.