სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებები. ეს პროცედურები ძალიან მარტივად შესასრულებელია, შედეგი კი განსაცვიფრებელი!

სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებები. ეს პროცედურები ძალიან  მარტივად  შესასრულებელია, შედეგი კი  განსაცვიფრებელი!
უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ დიდ ყურადღებას ვუთმობ გარეგნობას. ზოგიერთის აზრით, ხანში შესული ქალი მომხიბვლელობას კარგავს. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ქალი სიბერეშიც კი უნდა ზრუნავდეს გარეგნობაზე. ამისთვის საჭირო არ არის დიდი დრო და ფული. მე სოფელში ვცხოვრობ და მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ვიყენებ. ბუნებაში უამრავი საშუალებაა, რომელთა გამოყენება იოლი საქმეა. მინდა გასწავლოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი რამდენიმე საშუალება.

  • 2 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ, დაუმატეთ იმდენივე ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ რეგულარულად გაიკეთებთ, ნიღაბი დაგირბილებთ კანს და გაგისწორებთ ნაოჭებს.

  • ჩამოსიებულ უპეებს შველის ჩაის მუქი ნაყენის საფენები, ზაფხულობით კი შეგიძლიათ გაიკეთოთ ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალანდულას ნაყენის საფენები. კარგია, აგრეთვე უპეებზე გახეხილი უმი კარტოფილის დადება. თვალების ირგვლივ უნდა შეიზილოთ ზეითუნის ზეთი, თუმცა სხვა ზეთის გამოყენებაც შეგიძლიათ - ეს საუეთესო საშუალებაა თვალის ირგვლივ კანის დასაცავად.

  • დაღლილობას ხსნის და ნაოჭებსაც ასწორებს მოხარშული კარტოფილიც. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი სახეზე, გაიჩერეთ 15 - 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი მალამო.

ეს პროცედურები ძალიან მარტივად შესასრულებელია, შედეგი კი განსაცვიფრებელი. ჩემი სახის კანი ყველას აოცებს და როცა საკუთარ ასაკს ვამხელ ხოლმე, არავინ მიჯერებს.
ყველას ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დაუთმოს საკუთარ გარეგნობას 15 - 20 წუთი, სამაგიეროდ, მიიღებთ ახალგაზრდულ ენერგიას, ხალისს, რაც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ექიმის კომენტარი:
ზეითუნის ზეთი, ლიმონი და კარტოფილი კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ამ პროდუქტებს აქვს კანის ქსოვილების მკვებავი და აღმდგენი თვისებები. როგორც მკითხველი აღნიშნავს, მართლაც ყველა ქალბატონს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებით დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდული სახის კანი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი