შესანიშნავი საშუალება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დროს კარგ შედეგს იძლევა!

მინდა, რჩევა მივცე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანებს. ამ დაავადების მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა, რომელიც უნდა შევავსოთ. ამიტომ უნდა მიირთვათ იოდის შემცველი პროდუქტები: ლამინარია ( ზღვის კომბოსტო ), ბულგარული წიწაკა, ზღვის პროდუქტები. კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ იოდიანი მარილი.
ჩიყვს ძალიან უხდება კაკლის უღლის ნაყენი, რომელიც ექიმის მიერ დანიშნულ წამლებთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ.

დაგვჭირდება:
  • 3 ს/კ კაკლის უღელი
  • 0,5 ლ 70 გრადუსიანი სპირტი ან არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
3 ს/კ დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ 70 გრადუსიანი სპირტი ან არაყი. 21 დღე დადგით მზეზე, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ მცირე რაოდენობის წყალში გახსნილი 30 - 30 წვეთი 3- ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი:
ფარისებრი ჯირკვლის ყველა დაავადება იოდის ნაკლებობასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა იოდის ნაკლებობისას მართლაც საჭიროა იოდის შემცველი პრეპარატებისა და კვების პროდუქტების მიღება. კაკლის ნაყოფი ცნობილია, როგორც იოდის ბუნებრივი წყარო და მისგან მომზადებულ სხვადასხვა სახის პრეპარატს ფიტოთერაპევტები ხშირად ნიშნავენ ჩიყვის სამკურნალოდ. " კარაბადინში " ერთ - ერთი მკითხველი გვირჩევდა კაკლის ნაყოფის მიღებას. იოდის გარდა, კაკალი ბევრ ბიოაქტიურ და ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: