2 ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი

2 ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი
ფრთხილად! აგრესიის დონე ზღვარს სცდება!

ვერძი

ვერძს ენერგიული და იმპულსური მარსი მართავს. როცა კარგ ხასიათზეა - შესანიშნავი მეგობარი და ამხანაგია. მასთან არ მოიწყენ, დაუზარელია და მუდამ მზად არის დასახმარებლად. მაგრამ ცუდ ხასიათზე მას უნდა ერიდოთ! თუ რაიმეთი გააბრაზეთ, მეხი დაგატყდებათ.

ვერძი ჯიუტი და ფეთქებადია, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან არ უსმენს ოპონენტის დასაბუთებულ არგუმენტებს. ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ხშირად ფირქობენ, რომ საქმის მოგვარება მუშტის ქნევითაა მხოლოდ შესაძლებელი.


მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშანსაც მარსი მფარველობს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მორიელი მშვიდი და მეგობრულია. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ გულუბრყვილოცაა. მაგრამ ყველამ კი არ იცის, რა იმალება ამ ნიღბის მიღმა და რა ემოციების ვულკანი იმალევა მასში.

მოკლედ, მორიელი არ ახდენს თავისი გრძნობების დემონსტრირებას, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა აევსო, დამანგრეველი ძალის ქარბორბალა დაატყდება თავს მაწყენარს. ამ მომენტებში მორიელი მართლაც დაუნდობელი ხდება.