ვენების გაგანიერების დროს, ეს საშუალებები საოცარ შედეგს იძლევა!

ვენების გაგანიერების დროს,  ეს საშუალებები საოცარ შედეგს იძლევა!
ეს საშუალებები მრავალჯერ ნაცადი და მართლაც ეფექტურია ვენების გაგანიერების დროს. გთავაზობთ მათ სრულ ჩამონათვალს.

ცხენისწაბლას ნაყენი.
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ, დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში.
1 ს/კ თხილის ხმელ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4 - ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი.
აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით, ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3 - 4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები.
თასში ჩაყარეთ 200 გრ ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათი დააყენეთ. თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს. ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

სვია.
ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებული ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური