უმარტივესი და უებარი საშუალება ყელის ტკივილის სამკურნალოდ!



ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე. ჩვენს ოჯახში მას წარმატებით ვიყენებთ გაცივების დროს. პროცედურისთვის დაგვჭირდება მხოლოდ 1 ლიმონი.

გამოყენების წესი:
2 - 3 ნაჭერი კანგაცლილი ლიმონი ერთიმეორის მიყოლებით ჩაიდეთ პირში და დააყოვნეთ. შეეცადეთ, ლიმონის ნაჭერი ყელთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. წოვეთ და წვენი ყლაპეთ. ეს პროცედურა ყოველ საათში გაიმეორეთ, ვიდრე შვებას არ იგრძნობთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ იგი ეფეტიანია დაავადების დაწყებისას. ხოლო თუ მკურნალობა დაგვიანებულია, ლიმონი უძლურია და მის ნაცვლად ლიმონის მჟავა უნდა გამოიყენოთ - საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ მისი 30 % - იანი ხსნარი.

ექიმის კომენტარი:
ლიმონი მართლაც უებარი საშუალებაა გაცივების დროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ( იმუნიტეტს ) ზრდის ინფექციის დროს. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიმონმჟავას აქვს ბაქტერიციდული თვისება ( ხოცავს ბაქტერიებს ). ამიტომ ლიმონის ნაჭრის წოვის დროს ხდება ორმაგი ზემოქმედება ინფექციაზე - ხელი ეშლება ბაქტერიების ( ვირუსების ) გამრავლებას და იზრდება ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეცეპტი სავსებით რეალურია და ეფექტიანი უნდა იყოს ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტის ( სასის ანთება ), ფარინგიტის ( ხახის ანთება ), ანგინის ( ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება ) დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ვისაც აქვს მომატებული მჟავიანობა, შესაძლოა, ლიმონმჟავის ჭარბად მიღებამ გაუღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი.