ქერტლის და თმის ცვენის სამკურნალო მრავალჯერ ნაცადი, ხალხური წამალი.

ქერტლის და თმის ცვენის სამკურნალო მრავალჯერ ნაცადი, ხალხური  წამალი.
გთავაზობთ თმის ცვენისა და ქერტლის წამალს. ჩემთვის ცნობილია ასეთი ხალხური წამალი.

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ ჭინჭარს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 1,5 სთ და გაწურეთ. შეიზილეთ კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ექიმის კომენტარი:
ჭინჭარი შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, ჭიანჭველამჟავას, პანთოთენის მჟავას, კაროტინოიდებს, ჰისტამინს, რკინის მარილებს, ცვილს. აღნიშნული ნივთიერებები განაპირობებს ორგანიზმში ლიპიდური ცვილის მოწესრიგებას და დადებითად მოქმედებს ერითროპოეზზე ( სისხლის წარმოქმნაზე ). გარდა ამისა, ჭინჭრის ნაყენს აქვს ნაღველმდენიმ და ანტიანთებითი თვისებები, აჩქარებს კუჭ - ნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის ( აღდგენის ) პროცესებს.
გარეგანი ხმარებისთვის ჭინჭრის პრეპარატები გამოიყენება ტროფიკული წყლულის, დერმატიტების ( კანის ანთების ), ეგზემის, დამწვრობებისა და ჭრილობების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი