იდეალური ცომის მომზადების საიდუმლოებები

იდეალური ცომის მომზადების საიდუმლოებები
ჰაეროვანი და არომატული ღვეზელები ცხელ ჩაისთან ერთად - რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო ზამთრის ცივ ზაღამოებზე? მაგრამ ბევრი დამწყევი კულინარი ცომთან ვერ მეგობრობს, ჰგონია, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ამიტომაც შეგიგროვეთ 10 საიდუმლო, რომლის გათვალისწინებითაც ნებისმიერი დიასახლისი პროფესიონალ კულინარად გადაიქცევა.


1. მკაცრად დაიცავით რეცეპტის წესები




საჭიროა ზუსტად დაიცვათ მითითებული რეცეპტი, თუკი არ გსურთ, რომ გაგიფუჭდეთ პროდუქტი. ამიტომაც ეცადეთ, არ მოაკლოთ, ან პირიქით, არ დაუმატოთ გრამიც კი, რამეთუ, მწიკვმა ფქვილმაც კი შესაძლოა, გააფუჭოს ცომი.

2. ჩაანაცვლეთ ფქვილი კაკაოს ფხვნილით

ბევრი დიასახლისი ცომის დასამუშავებლად (იმისათვის, რომ ცომი ხელებზე არ მიეკროს) ფქვილს იყენებს. ამ მიზნით თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკაო. ის არა მხოლოდ სასაიმოვნო ფერს მიანიჭებს ცომს, არამედ გემოსაც შოკოლადისას მისცემს.

3. დაასვენეთ ცომი



ცომეულის თითქმის ყველა რეცეპტში აღნიშნულია, რომ გააჩეროთ ცომი. ეს ან გასაფუებლად არის საჭირო, ან მაცივარში გასაცივებლად. ამიტომაც, აუცილებლად დაიცავით რეცეპტის ეს პუნქტი... თითქმის ყველანაირ ცომს უხდება გაჩერება (ან სითბოში, ან სიცივეში)!

4. მორთეთ

ღვეზელების გაფორმება - ეს განსაკუთრებული ხელოვნებაა. თუკი გსურთ, რომ თქვენი კულინარიული ნაკეთობა შედევრად იქცეს, გააფორმეთ ის გემოვნებით.
გამოიყენეთ, რაც ხელთ მოგხვდებათ: ნიგოზი, ცუკატები, მინანქარი და სხვა საკონდიტრო მოსართავდები.

5. გაიგეთ მეტი გლუტენის შესახებ


დღეს ჯანმრთელი კვების მიმდევრები გვირჩევენ, ამოვიღოთ რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტები, რადგან ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებლად თვლიან. მაგრამ გლუტენს შეიცავს პრაქტიკულად ყველა საკონდიტრო ნაწარმი. გასათვალისწინებელია, რომ გლუტენის ზომიერად მიღება არანაირად არ ავნებს ჯანმრთელობას, თუკი რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ ნივთიერების მიმართ ალერგიული არ ხართ.

6. გამოიყენეთ პერგამენტი

ღვეზელების და სხვა საკონდიტრო ნაწარმის ცხობისას პერგამენტი შეუცვლელია! ჯერ ერთი, ის შეგიმცირებთ გასარეცხი ჭურჭლის რაოდენობას და დაიცავს თქვენს ღვეზელებს დაწვისგან.

7. დაიცავეთ სისუფთავე კეთებისას

იმისათვის, რომ ცხობისას სამზარეულო ბრძოლის ველს არ დაემსგავსოს, ეცადეთ, კეთების პროცესშივე მიალაგოთ ინგრედიენტები, გადაყაროთ ნაგავი და დარეცხოთ ჭურჭელი.

ასე ინგრედიენტებსაც უკეთ გააკონტროლებთ და გაითავისუფლებთ კიდეც ადგილს სამუშაოდ.

8. გამოიყენეთ ნიჩაბი

თუკი ხშირად აცხობთ, კარგი იქნება, თუ შეიძენთ სპეციალურ ნიჩაბს. ის დაიცავს თქვენს ხელებს გაცომიანებისგან და დაგიზოგავთ ფქვილსა და სხვა ინგრედიენტებს.

9. აცხვეთ ის, რასაც თავადაც სიამოვნებით მიირთმევდით

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია კერძის მზადებისას. თუკი აკეთებთ იმას, რომლის გასინჯვაც თავად დიდი ხანია გსურთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად გემრიელი გამოგივათ!

10. არ დაივიწყოთ ფიტნესზე

გავარჯიშებული ხელები - აუცილებელი პირობაა, თუკი გსურთ მთელი ოჯახისთვის ამზადოთ გემრიელობები. ხანდახან ხომ გიწევთ დიდი რაოდენობით კვერცხის ხელით ათქვეფა, რას რთული იქნება, გაუვარჯიშებელი მკლავებისთვის.