ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ
თუ ადამიანს ჰკითხავ, რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანსო, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ - ტყუილს. ამასთან, ნებისმიერი ინახავს კარადაში თავის ”ჩონჩხს”, რომელზეც მის გარდა არავინ იცის. მაგრამ ერთია, ტყუილი - გადარჩენის მიზნით, და სიცრუის თანდაყოლილი სურვილი, რის გარეშე ადამიანს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. ასეთი ”პოტენციური” მატყუარების გამოვლენა ადვილია, თუ ამ რეიტინგს გაეცნობით.

3. სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობილი ინტრიგანები არიან, რომლებიც სათქმელს ბოლომდე არასდროს ამბობენ და იდუმალების გარსით იხვევენ თავს. ბავშვობიდანვე ფლობენ ტყუილის ხელოვნებით და ასაკთან ერთად სულ უფრო ხვეწენ მას. სასწორის ღალატში გამოჭერა საკმაოდ რთულია ამ თვისებების გამო. სამსახურშიც კარგად იყენებენ - არ უყვართ ფიზიკური შრომა, სხვებით მანიპულირებენ და აიძულებენ მათ ნაცვლად იმუშავონ. სწორედ ამიტომ სასწორებისგან ”შესანიშნავი” აფერისტები, ცნობილი ადვოკატები და პოლიტიკოსები გამოდის.

2. ტყუპები

ტყუპები ბუნებით ორპირები არიან, მათ ტყუილის სიყვარული სისხლში აქვთ. იოლად მანიპულირებენ ადამიანებით საკუთარი სარგებელისთვის, იოლად ეუფლებიან სხვების გონებას და აძულებენ დაეჭვდნენ იმაშიც კი, რაც საკუთარი თვალით ნახეს. ტყუპები შესანიშნავად ნიღბავენ ემოციებს, მათი სახის გამომეტყველებით ვერასოდეს მიხვდები, თუ რაზე ფიქრობენ ისინი სინამდვილეში. ძალიან ფრთხილები არიან და წინასწარ კარგად გეგმავენ, თუ რა დროს რა თქვან, და რითი გაიმართლონ თავი. ამიტომაც, გინდა არ გინდა, მათ ენდობი. სტატისტიკის მიხედვით, ფაქტობრივად ყველა ტყუპებს ცოლის გარდა ჰყავთ საყვარლები.

1. თევზები


უსაზღვრო ფანტაზიის მქონე თევზები ინტრიგების ხლართვის ნამდვილი ოსტატები არიან. იოლად ქმნიან ილუზიას, რომლისაც ყველას სჯერა. ეს გახლავთ ძალზედ საშიში პიროვნებები, რომლებისთვისაც არაფერს წარმოადგენს ორი ადამიანის შეტაკება, ამასთან თავად შეუმჩნეველი რჩებიან. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თქვენი საყვარელი ადამიანი გეტყვით, რომ ოფისში მთელი ღამით უნდა დარჩეს. ის ამ დროს გღალატობთ. დილით კი მოვა დაღლილი სახით და ქაღალდების დასტით.

რაც ყველაზე საინტერესოა, თევზებს საკუთარი ტყუილების სჯერათ, ამიტომ, დანამდვილებით ვერც გეტყვიან, რა არის სიმართლე და რა - ტყუილი.