გამოდევნეთ ორგანიზმიდან მარილები, მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დახმარებით, გასაოცარი შედეგით!

გამოდევნეთ ორგანიზმიდან მარილები, მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დახმარებით, გასაოცარი შედეგით!
მარილები დღეს თითქმის ყველა ადამიანის პრობლემაა. მეც მათ შორის ვიყავი, ვიდრე ერთი უებარი საშუალება არ მასწავლეს. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს მართლაც, არაჩვეულებრივი წამალი.

მომზადების და გამიყენების წესი:
საღამო ხანს 2 სუფრის კოვზი ბრინჯი გარეცხეთ და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. ასე დატოვეთ მეორე დილამდე. დილით შემოდგით ცეცხლზე და მოხარშეთ. არ მოაყაროთ არც მარილი და არც შაქარი. არც ცხიმი უნდა დაუმატოთ. ნახარში შეჭამეთ უზმოზე ( წვენიც დალიეთ ) და შემდეგ 3 საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ. ასე გააკეთეთ ყოველდღიურად. შედეგი გასაოცარი იქნება. სახსრები ისე მტკიოდა, რომ მოძრაობაც კი მიჭირდა, თითები დაბუჟებული მქონდა - ვერაფერს ვგრძნობდი, წელის ტკივილიც მაწუხებდა. ბრინჯის ნახარშის მიღების ერთთვიანი კურსის შემდეგ ეს ყველაფერი საგრძნობლად შემიმსუბუქდა, თითებშიც მგრძნობელობა დამიბრუნდა, ასე მგონია, მძიმე ლოდი მოვიშორე ზურგიდან. მინდა, ყველას ვასწავლო ჩემი წამალი, რათა მათაც იგრძნონ შვება. მთავარია, ნებისყოფა და ნახარშის ყოველდღიური მიღება.

ექიმის კომენტარი:
ჩინურ მედიცინაში ბრინჯი ძირითადად, კუჭ - ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. მაგრამ, ალბათ, ყველა დიასახლისისთვისაა ცნობილი ბრინჯის თვისება, ჭარბად შეიწოვოს კერძიდან მარილები და სითხე. სწორედ ამ თვისებასთანაა დაკავშირებული ამ მცენარის ის მოქმედება ორგანიზმზე, რომელზეც ჩვენი მკითხველი გვიამბობს. რეგულარული, ხანგრძლივი მიღებისას უმარილო ბრინჯი და მისი ნახარში წმენდს ორგანიზმს წიდებისგან, ნალექი მარილებისაგან, სახსრების მუშაობას. აღნიშნული რეცეპტი მრავალნაცადია და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ასე რომ, შეგიძლიათ, შეუდგეთ მის შესრულებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, შედეგის მისაღწევად, ნახარშის ხანგრძლივი და რეგულარული მიღებაა საჭირო.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი