ქერის ფაფის სასარგებლო თვისებები

საინტერესოა, რომ ადრე ქერის ფაფა დელიკატესად ითვლებოდა და მას მხოლოდ წარჩინებულები მიირთმევდნენ. ის შეიცავს უმარავ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

მოხარშულ ქერის ბურღულს სილამაზის ფაფას უწოდებენ. მხოლოდ ამ ბურღულში შედის დიდი რაოდენობის ლიზინი - ამინომჟავები, რომლებიც კოლაგენის აღდგენას უწყობს ხელს. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ კოლაგენია პასუხისმგებელი კანის ელასტიკურობაზე.

კიდევ ერთი მიზეზი, სასწრაფოდ ჩართონ ქალბატონებმა ქერის ფაფა თავის რაციონში, გახლავთ - მასში შემავალი დიდი რაოდენობით B, A, PP და E ვიტამინები.
ქერის ფაფის სისტემატიურად მიღების შემთხვევაში ქალბატონები შეინარჩუნებენ არა მხოლოდ კანის ახალგაზრდობას, არამედ წონასაც! ნოყიერი, მაგრამ დაბალკალორიული პროდუქტი მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუცილებელია კუჭნაწლავის ნორმალური პერისტალტიკისთვის, ასევე ის მდიდარია ცილით.

ქერის ფაფის რეცეპტი
საჭირო მასალა:
  • 1 ჭიქა გარჩეული ქერის ბურღული
  • 1 ლ წყალი
  • 2 ლ რძე


მომზადების წესი:
1. დაასხით ბურღულს წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.
2. მეორე დღეს გარეცხეთ დამბალი ბურღული და დაასხით ოდნავ შემთბარი რძე.
3. დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ წყლის აბაზანაზე 3 საათის განმავლობაში.
4. ამ ხნის განმავლობაში ფაფა მიიღებს სასიამოვნო კრემისფერს. ნუ დაგაბნევთ მომზადების ხანგრძლივობა: თქვენ ამ პროცესში მხოლოდ საწყის ეტაპზე მიიღებთ მონაწილეობას, შემდეგ ფაფა თავისით მოიხარშება.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: