ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების კულინარული გემოვნება

ასტროლოგები გვირჩევენ, ყური ვუგდოთ ვარსკვლავებს, განსაკუთრებით, თუ საპატიო სტუმარს ელოდებით და ზუსტად არ იცით, რა უყვარს და რითი შეიძლება გაუმასპინძლდეთ. ან იქნებ ძველი მგეობარი გსურთ ასიამოვნოთ გემრიელი კერძებით? მაშინ ჩვენი გასტრონომიული ჰოროსკოპი დაგეხმარებათ.

ვერძი

ვერძებს დელიკატესებს უბრალო კერძები ურჩევნიათ: შემწვარი კარტოფილი, ხორცი და ბორში უფრო გაახარებთ, ვიდრე ნატიფი ფუა გრა. და ნუ დაგავიწყდებათ სუნელები - ამ ნიშნის სტიქია გახლავთ ცეცხლი, ე.ი. წიწაკა კერძში აუცილებლად უნდა იყოს.

კურო

კუროებს მრავალფეროვნება უყვართ საჭმელში. როგორც ყველაფერი ნატურალურის მოყვარულები, ვერ იტანენ სხვადასხვა სუნელებსა და დანამატებს, რომლებიც კერძების ნამდვილ გემოს ფარავენ. კუროებს რომ ასიამოვნოთ, მოამზადეთ ცომეული, ხორცის სალათი, მოთუშული ბოსტნეული.

ტყუპები

საჭმლის კულტი - ტყუპებს არ ეხებათ. ისინი ხშირად ჭამენ გზადაგზა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. სადღესასწაულო ფურშეტი ტყუპებს ლამაზად გაფორმებული სალათებით, კანაპეებითა და დესერტებით იზიდავს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველა ნიშნისგან გამოირჩევა. თუ ხედავთ საკონდიტროში რიგს. დიდი ალბათობით, იგი ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან შედგება. კირჩხიბები ტკბილეულის დიდი მოყვარულები არიან. თუ მას სტუმრად ელოდებით, ყურადღება მიაქციეთ დესერტებს.

ლომი

ლომისთვის საჭმელზე მეტად ესთეტიურ წვრილმანებს აქვს მნიშვნელობა: მბზინვარე ჭურჭელი, ქათქათა მაგიდის გადასაფარებელი, ნატიფი ხელსახოცები. ლომები სათანადოდ შეაფასებენ რთულად მოსამზადებელ კერძებს, ზღვის პროდუქტებს. თავადაც, სტუმრების მიღებისას არ დაიშურებს თანხებს დელიკატესებზე და ძვირად ღირებულ სასმელებზე.

ქალწული

ქალწულისთვის გემოზე მეტად კერძების სარგებლობას აქვს მნიშვნელობა. ჭინჭრისა და ოხრახუშის სალათი მეტად მოეწონება, ვიდრე ხორცი ან ღვეზელები. ქალწულები ცოტას მიითმევენ - უბრალოდ აგემოვნებენ კერძებს.

სასწორი

თუ ერთ მაგიდასთან სასწორი და ტყუპები სხდეან, კერძებზე ნუ იდარდებთ. მათთვის სასიამოვნო საუბარი უფრო მნიშვნელოვანია და კულინარული გართულებები არ აქვთ. სალათი, პიკანტური გარნირი და ხორცი - სრულებით დააკმაყოფილებს მათ.

მორიელი

აი, ვინ უნდა გააკვირვოთ რთული კერძებით. მორიელები მუდამ მზად არიან კულინარული ექსპერიმენტებისთვის და თავადაც ეხერხებათ შეუთავსებელი ინგრედიენტების შეთავსება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მსოფლიო ხალხების სამზარეულო აინტერესებთ, ისინი მზად არიან დაგემოვნონ ყველაზე უცნაური დელიკატესები. ჩვეულებრივ მოთუშულ ბოსტნეულს თუ მიართმევთ და დააყოლებთ, რომ ეს კერძი უძველესი საიდუმლო რეცეპტითაა მომზადებული - დიდად გაახარებთ.

თხის რქა

თხის რქას მდიდრული სუფრით ვერ გააკვირვებთ. მას ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან მომზადებული მარტივი კერძები ურჩევნია. მოხარშული ბრინჯი ან გამომცხვარი კარტოფილი ნივრის სოუსით - უპრეტენზიო თხის რქისთვის შესანიშნავი გარნირია, რომელსაც მოხარშულ ხორცთან მიირთმევს.

მერწყული

მერწყულები ეგზოტიკის თაყვანისმცემლები არიან. მიართვით ნატიფი ზღვის პროდუქტები, ობიანი ყველი, ტროპიკული ხილი და აღმოსავლური ტკბილეული - მერწყული აღფრთოვანებული დარჩება.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლები თამამად დააგემოვნებენ თევზის წვნიანს რძით ან ტკბილ ომლეტს. შეუთავსებელის შეთავსება - თევზების გაოცების შესანიშნავი ხერხია. თავადაც ატარებენ ხოლმე კულინაიულ ექსპერიმენტებს, ხანდახან არც თუ ისე წარმატებულად.

კომენტარები