”დამზადებულია ჩინეთში”: ჩაინიშნეთ და ერიდეთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ამ პროდუქტებს

ჩინეთი გახლავთ ქვეყანა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს მსოფლიო მიმოქცევაში. იგი წელიწადში მილიარდობით ნაწარმს, მომსახურებასა და საკვებ პროდუქტს ყიდულობს და ყიდის. მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველაფერს ვერ მიადევნებ თვალყურს. ათასობით კარგი ხარისხის საქონელში ასობით უხარისხო ნაწარმი გვხვდება. აქვს ამას გამართლება? ალბათ, არა. განსაკუთრებით, როცა საქმე საკვებ პროდუქტებს ეხება.

ყოველწლიურად ჩინეთიდან საკვები პროდუქტების ექსპორტის მოცულობა მატულობს. ჩვენ შევადგინეთ ყველაზე საშიში საქონელის ჩამონათვალი. აი, რომელ პროდუქტებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება!
საშიში პროდუქტები ჩინეთიდან

ნიორი



მსოფლიოში ნივრის წარმოების 80% ჩინეთზე მოდის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჩინური ნიორი სავსეა პესტიციდებით, მძიმე ლითჴნებითა და სხვა საშიში ნივთიერებებით. სხვა ქვეყნებში გაგზავნამდე მას ქლორში ალბობენ, ამგვარად, ნიორი დიდ ხანს ძლებს.

შავი პილპილი



შავი პილპილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუნელია. ჩინეთში მას შეღების სახამებელსა და ცარცს უმატებენ.

დამუშავებული სოკო



მსოფლიოში დაკონსერვებული სოკოს თითქმის 35% ჩინეთიდან შემოდის. პირველად სოკოს ტოქსიკურობაზე 2006 წელს ალაპარაკდნენ. პეკინის მახლობლად გამოყვანილი სოკოს მიღების შემდეგ 16 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულ იქნა. პრობლემა ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის დაბინძურებაში მდგომარეობს.

თევზი (ტილაპია, ვირთევზა)

”დამზადებულია ჩინეთში”: ჩაინიშნეთ და ერიდეთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ამ პროდუქტებს

ტილაპია და ვირთევზა თევზის ერთ-ერთი პოპულარული სახეობებია, რომლების იმპორტიც ჩინეთიდან ხდება. მათი გამოყვანის დროს იყენებენ ზრდის ჰორმონებს და ძლიერ ანტიბიოტიკებს. გარდა ამისა, თევზის დიდი ნაწილი დაბინძურებული წყლით სავსე აუზებში გამოჰყავთ.

პეკინური კომბოსტო



არაკეთილსინდისიერი ფერმერები კომბოსტოს ფორმალდეგიდს ასხურებენ, რათა მან ტრანსპორტირება კარგად გადაიტანოს. ასეთი პროდუქტის გამოყენების შედეგები საკმაოდ სავალალოა: კანის გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

ბარდა



ჩინური ბარდა ფალსიფიცირებულია: მას სოიოსგან, მწვანე საღებავისგან და ნატრიუმის მეტაბისულფატინისგან ამზადებენ. ეს უკანასკნელი აკრძალული ნივთიერება გახლავთ, რომელიც კიბოსა და მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს. როგორ შევამოწმოთ? ხარშვისას ეს პროდუქტი არ რბილდება, წყალი კი ღია მწვანე შეფერილობას იღებს.

ბრინჯი



ყველაზე ხშირი პროდუქტი, რომლის ფალსიფიცირება ხდება - გახლავთ ბრინჯი. იგი შედგება კარტოფილის სახამებლისგან, რომელსაც პლასტმასს უმატებენ ფორმის შესანარჩუნებლად. ასეთი ბრინჯის მიღება ცელოფნის პარკის მიღებას ნიშნავს. შეძენისას, მუდამ შეამოწმეთ ბრინჯის ხარისხი!