თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 მარტივი საშუალება ხალხური მედიცინიდან

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 მარტივი საშუალება ხალხური მედიცინიდან
სისხლძარღვებიდან მთელ ორგანიზმზე ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება, მათ შორის, თავის ტვინში. სამწუხაროდ, ასაკთან სისხძარღვების ელასტიურობა უარესდება, რასაც მოსდევს მეხსიერების გაუარესება, ხმაური ყურებში, თავის ტკივილები, მაღალი წნევა და ქრონიკული დაღლილობა. ამ მინიშნებებს ტვინი იძლევა და ითხოვს სისხლძარღვების გასუფთავებას და ათეროსკლეროზის წარმოშობის აღმოფხვრას.

მავნე ქოლესტერინის შემცველი საკვები, დაბინძურებული გარემო და მავნე ჩვევები ამ პრობლემას კიდევ უფრო აღვივებს, ამიტომ, ხალხური მეთოდებით სისხლძარღვების გასუფთავება რეკომენდირებულია თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ხალხური მედიცინიდან, რომლების მეშვეობითაც ხელმისაწვდომი პროდუქტების წყალობით მოაგვარებთ ამ პრობლემას.

სისხლძარღვების გასუფთავება


თაფლი + თხილი

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 მარტივი საშუალება ხალხური მედიცინიდან

დააქუცმაცეთ 5 თხილის ლებანი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 მწიკვი დარიჩინი და გამხმარი ჯანჯაფილი, კარგად მოურიეთ და დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ ეს საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


ხახვის წვენი + თაფლი




შეურიეთ ჭიქის მესამედი ხახვის წვენი და 1 ჭიქა თაფლი. მიიღეთ თითო ს.კ. წამალი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს საშუალება, გარდა სისხლძარღვების გასუფთავებისა, აგიმაღლებთ იმუნიტეტს და შესანიშნავი პროფილაქტიკაა გაციებისას.

ნატურალური წვენები



ჩვენი მიზნებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ბროწეულის წვენი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა წვენი დღეში ორჯერ, საუზმემდე და სადილამდე ნახევარი საათით ადრე. ხანდახან ჩაანაცვლეთ ვაშლის ან სტაფილოს წვენებით.

ოროვანდის ნაყენი



მთელი თვის განმავლობაში უზმოზე მიიღეთ შემდეგი ნაყენი: 1 ჭიქა ოროვანდის გამხმარი ძირები ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ მთელი ღამით. დილით მიიღეთ 4 ს.კ. ნაყენი უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.

ანანასი + თხილი



დააბლენდერეთ 3 თხილის ლებანი და 2-3 ანანასის რგოლი. გადაიტანეთ მუქ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ წამალი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველ 2 დღეში მოამზადეთ ახალი ნარევი.