როგორ ვუმკურნალოთ ”გაჭედილ ცხვირს”: ისუნთქეთ თავისუფლად!

როგორ ვუმკურნალოთ ”გაჭედილ ცხვირს”: ისუნთქეთ თავისუფლად!
ზამთრის სიცივეებს უამრავი ვირუსი მოსდევს. სურდო, გრიპი, სუნთქვის პრობლემები - ყველასათვის ნაცნობია. სიმპტომები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და მინიმუმ 5 დღის განმავლობაში გრძელდება. მაგრამ არსებობს ერთი ეფექტური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ამ უსიამოვნების მოცილებაში და თავისუფლად სუნთქვაში.

ეს გახლავთ სამკურნალო სასმელი ხახვით, ლიმონითა და თაფლით. იგი იდეალურია გრიპთან და გაციებასთან ბრძოლაში.

როგორ მოვიცილოთ ”ცხვირის გაჭედვა”

ინგრედიენტები
  • 1 ხახვი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. თაფლი



მომზადების წესი

1. დაჭერით ხახვი რგოლებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

2. დააყენეთ 5 წუთით, დაწურეთ. ოდნავ გაცივებულ სასმელში დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.

გამოყენება


მიიღეთ სასმელი მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. მომდევნო დღეს მოამზადეთ ახალი ულუფა.

რეკომენდირებულია ამ სასმელის გამოყენებასთან ერთად გამოირეცხოთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.