გამოიჩინეთ სიფრთხილე ბრინჯის შეძენისას! საფრთხე, რომლის წინაშეც მყიდველები ვდგავართ

მსოფლიოში ბრინჯის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია. ყოველწლიურად ეს ქვეყანა 200 ტონამდე ბრინჯს აწარმოებს.

ჟურნალ ''Korean Times''-ში დაბეჭდილი სტატიის თანახმად, ზოგიერთი მწარმოებელი კომპანია ამ პროდუქტში პლასტმასის შემცველ მავნე ნივთიერებებს ურევს.

ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ბრინჯის ჩინური კომპანიები ყიდიან ფალსიფიცირებულ პროდუქტს, რომელიც კარტოფილის სახამებლისგან და პლასტმასის შემცველი ქიმიური ნივთიერებებისგან მზადდება. მოგვიანებით მწარმოებლები ფალსიფიცირებულ პროდუქტს ნატურალურ ბრინჯში ურევენ, რათა მყიდველი შეცდომაში შევიდეს.

ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩატარდა სხვადასხვა კვლევები. სამწუხაროდ, კვლევებმა ინფორმაციის წყაროს სიზუსტე დაადასტურა. მკვლევარების მიერ მიღებული შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა!

მაშინ, როდესაც ბრინჯის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიები პლასტმასისგან დამზადებულ ბრინჯს ყიდიან, აუცილებელია შევძლოთ ფალსიფიცირებული პროდუქტის გარჩევა ნატურალური პროდუქტისგან.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე უტყუარი მეთოდი:

1-ლი ტესტი: წყალი

დაასხით 1 სუფრის კოვზ ბრინჯს 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. თუ ბრინჯი ჩაიძირება და ფსკერზე დაილექება, ის ნატურალურია.

მე-2 ტესტი: ცეცხლი

მოათავსეთ ბრინჯის რამდენიმე მარცვალი ცეცხლთან ახლოს (1 ან 2 სანტიმეტრის მოშორებით). თუ მარცვალი არ დაიწვება, ის ნატურალურია. ფალსიფიცირებულ, პლასტმასის შემცველ პროდუქტს მყისიერად ცეცხლი მოეკიდება.

მე-3 ტესტი: დაფქვა

დაფქვით ბრინჯის რამდენიმე მარცვალი. ნატურალური ბრინჯისგან თქვენ მიიღებთ თეთრ ფხვნილს. იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ ფხვნილზე ყვითელ ლაქებს შენიშნავთ, ის ფალსიფიცირებულია.

მე-4 ტესტი: ობი

მოხარშეთ მცირეოდენი ბრინჯი და მოათავსეთ ის პლასტმასის კონტეინერში. შეინახეთ ის მზიან ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თქვენ ბრინჯზე ობი შენიშნეთ, ის ნატურალურია.

ვიდეოში თქვენ იხილავთ, თუ როგორ მზადდება ფალსიფიცირებული ბრინჯი:шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: