ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი

ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც ადამიანი დაიბადა, განაპირობებს მის ხასიათს, ქცევას, ჩვევებს, მისწრაფებებს და რა თქმა უნდა, ერთგულებასაც. ამ უკანასკნელ თვისებაზე დამოკიდებულია ურთიერთობის ხანგრძლივობა და სიმყარე, და სწორედ მას ერიდებიან მეორე ნახევრის შერჩევის დროს.

სქესის მიუხედავად, ყველაზე ერთგულ ნიშნად მიიჩნევა ქალწული. იმიტომ, რომ ისინი ეძებენ ერთადერთსა და განუმეორებელ მეორე ნახევრებს. უპირატესობას მხოლოდ იმათ ანიჭებენ, ვისშიც მონათესავე სულს პოულობენ, აქვთ საერთო ინტერესები და მისწრაფებები. მათ ცხოვრებაში ადგილი არ აქვს ბობოქარ ვნებებს, მათთვის პარტნიორის ძიება ხანგრძლივი და მყარი ოჯახური ცხოვრების საფუძველია.

ბუნებით, ქალწულები საკმაოდ მორცხვები არიან, მათ არ სჭირდებათ საკუთარი ”მე”-ს დამკვიდრება უამრავი რომანებისა და ფლირტების მეშვეობით. მათთვის საკმარისია, უყვარდეს და პატივს სცემდეს მათი ერთადრერთი რჩეული.

რა თქმა უნდა, გვხვდება ღალატიც ამ ნიშნის წარმომადგენლებში. თუმცა ეს მრავალფეროვნების გამო არ ხდება. ღალატის მთავარი მიზეზი - არსებული ურთიერთობებით დაუკმაყოფილებლობა და ჩიხში მომწყვდევაა, როდესაც პარტნიორთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა არ ისახება. თუმცა, აქაც, ქალწულები ამჯობინებენ ჯერ ერთი კავშირი გაწვიტონ და მერე წამოიწყონ ახალი.

ქალწულის ერთგულება მარტო სიყვარულში არ ვლინდება, არამედ, მეგობრობაზეც. ისინი სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ მეგობრებს და მათ, ვინც ქალწულის პატივისცემა დაიმსახურეს. ერთადერთი პირობა - ერთგულება ორმხრივი უნდა იყოს.