ყველაზე ეფექტური და მარტივი საშუალება თმის ზრდის პროცესის დაჩქარებისთვის


ყოველი ქალი ოცნებობს სქელ და ლამაზ თმაზე. თუნდაც მოკლე ვარცხნილობა გიხდებოდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, თმა მოვლილი და მოცულობითი იყოს.

არსებობს უამრავი საშუალება, რომლებიც ასტიმულირებს თმის ზრდას და ეწინააღმდეგება ცვენას. სამწუხაროდ, უამრავი მათგანი მოქმედი არ არის, ამასთან საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამ დროს დასახმარებლად მოდის ხალხური რეცეპტები, რომლებიც დროითაა გამოცდილი, ხელმისაწვდომიცაა და ძალიან ეფექტურიც.



თმის ზრდის დამაჩქარებელი საშუალება

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 მწიკვი მდოგვის ფხვნილი


მომზადება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვარი მასის მიღებამდე.

გამოყენება

წაისვით ნიღაბი თმის ძირებზე, გაიჩერეთ მინიმუმ 20 წუთით, დაიფარეთ პოლიეთილენის პარკით. შემდეგ დაიბანეთ.



ჩაატარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ. უკვე მალევე შეამჩნევთ, თუ როგორ სწრაფად იზრდება თმა.