უმკურნალეთ ქრონიკულ, ჩირქოვან ბრონქიტს, შესანიშნავი ხალხური ნაყენით!


მაქვს ქრონიკული ჩირქოვანი ბრონქიტი. დაავადება პერიოდულად მიმწვავდება და მეწყება შემაწუხებელი ხველა, მემატება ტემპერატურა. ამიტომ ხშირად მიწევს ანტიბიოტიკების მიღება. ბოლო დროს ვატყობ, რომ ანტიბიოტიკები სერიოზულ ზიანს აყენებს ჩემს ორგანიზმს. ამ ერთი თვის წინ წავიკითხე, რომ ხველისთვის ძალიან კარგია კვლიავი. დავამაზადე ნაყენი იქ მითითებული რეცეპტით:

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ კვლიავს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 10 წუთი გააჩერეთ და გაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი ნაყენი 3 - ჯერ დღეში.

უკეთესობას ნამდვილად ვგრძნობ: ნახველი გამითხელდა, იოლად ვახველებ. სუნთქვა გამიუმჯობესდა. თითქოს ჩირქიც გამიქრა ნახველში. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს რეცეპტი და ამიხსნათ, როგორ მოქმედებს კვლიავი ორგანიზმზე. წინასწარ გიხდით მადლობას.

ექიმის კომენტარი:
კვლიავი, იგივე ტყიურა, ტყეში იზრდება. იგი მრავალწლიანი მცენარეა. ღერო მეტრ - ნახევარი სიმაღლეს აღწევს. ყვავილები თეთრია, უვითარდება მოგრძო ნაყოფი, რომელსაც წიბოები და ზეთის სავალი მილაკები აქვს.
კვლიავი შეიცავს ორგანულ ნაერთს - ფენოლს. მას აქვს ბაქტერიების საწინააღმდეგო ( ხოცავს ბაქტერიებს ), ამოსახველებელი, ანთების საწინააღდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ათხელებს ლორწოს და აუმჯობესებს სუნთქვას.