რისი ცოდნაა აუცილებელი ცხვირის წვეთების მოხმარების დროს!

რისი ცოდნაა აუცილებელი ცხვირის წვეთების მოხმარების დროს!
ცხვირის წვეთები ორ ტიპად შეიძლება დაიყოს. არსებობს სუსტი ანტისეპტიკები, რომლებიც ხოცავენ ბაქტერიებს, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად. მეორე ტიპის ცხვირის წვეთები კი შეშუბულ ლორწოვანს შეკუმშვას აიძულებენ და ამგვარად ათავისუფლებენ ლორწოსა და ჩირქისთვის გამოსასვლელ გზას. მაგრამ მათ აქვთ ნაკლიც - წამლის მოხმარებით მიღწეული დადებითი ეფექტიდან გარკვეული ხნის შემდეგ ცხვირის ლორწოვანი ადრინდელზე მეტად შუპდება და შედეგად ცხვირი სულ მთლად იჭედება. გარდა ამისა, თუ წვეთებს დიდხანს იხმართ, შესაძლოა ცხვირის ქვედა ნიჟარები გაგიღიზიანდეთ.

აღსანიშნავია, რომ ცხვირის წვეთები ორ შემთხვევაში ნამდვილად იძლევა დადებით ეფექტს:
  1. როცა ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით, ამის გამო ვერ წოვს ძუძუს, ხშირად იღვიძებს ღამით და გაღიზიანებულია;

  2. ძლიერი გაციების ბოლოს, ან ჰაიმორიტის დროს, როცა ცხვირის გასავალი სავსეა სქელი ყვითელი ლორწოთი, რომელიც თავისთავად არ გამოდის გარეთ.

ცხვირის წვეთები გაცილებით ეფექტურად იმოქმედებს, თუ ცხვირის ქვედა და ზედა გასასვლელში მოხვდება, ამიტომ დააწვინეთ ბავშვი ზურგზე და კარგად გადაუწიეთ თავი უკან. ჩააწვეთეთ წამალი ორივე ნესტოში და შეეცადეთ, ნახევარი წუთი ასეთ მდგომარეობაში გააჩეროთ.

განსაკუთრებით საყურადღებოა შეშუპების საწინააღმდეგო ცხვირის წვეთები, რომლებიც ეფედრინს შეიცავს - ასეთ წვეთებს აღგზნების პროვოცირება შეუძლია. ანტიალერგიულმა საშუალებებმა კი შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უძილობასაც იწვევს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა